მაუწყებლის შესახებ კანონს პრეზიდენტი ხელს არ აწერს

Read Time:35 Second

მაუწყებლის შესახებ კანონს პრეზიდენტი ხელს არ აწერს. სპეციალური განცხადება ამ თემაზე ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ხელმოწერაზე უარის მოტივი არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი ვეტოდაძლეულ კანონზე ხელს არ მოაწერს.

პროცედურულად, პრეზიდენტის უარის შემდეგ, კანონზე პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერა უნდა დაფიქსირდეს, ირაკლი კობახიძეს საამისოდ 5-დღიანი ვადა აქვს.

21 თებერვალს პარლამენტმა 83 ხმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 14 თებერვალს გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კომიტეტის წევრთა ხმები შუაზე გაიყო.

22 დეკემბერს პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი. ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში 33% აქტიური, 39% კი პასიური მწეველია
Next post Google-მა სამუშაო ადგილების საძიებო სისტემა Google for Jobs შექმნა