აკაკი ზოიძე: საქართველოში 68 ათას კვ.კმ-ზე შეიძლება სუფთა ჰაერზე სიგარეტის მოწევა

Read Time:29 Second

“საქართველოს მასშტაბით, 68 ათასი კვადტარული კილომეტრი არსებობს, რათა სიგარეტი სუფთა ჰაერზე მოწიონ. მხოლოდ 1000 კვადრატულ კილომეტრზე, ანუ შენობებში, ვითხოვთ შეზღუდვებს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, შვილები, მშობლები არ დაზიანდნენ”, – თქვა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

აკაკი ზოიძის თქმით, თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები პირველი მაისიდან ამოქმედდება.

„ძალაში შედის ნორმა, რომელიც ეხება თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ შენობებს, რომელიც ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. ეს პროცესი მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უკვე გაიარა“, – აღნიშნა ზოიძემ.

ცნობილია ადგილები, სადაც სიგარეტის/ელექტროსიგარეტის მოწევა 1 მაისიდან იკრძალება. ასევე ცნობილია თუ რამდენით დაჯარიმდებით აკრძალულ ადგილას სიგარეტის მოწევისთვის.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გასულ წელს კანადაში თავშესაფარი 38-მა ქართველმა მიიღო
Next post ხვალიდან დედაქალაქის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან