ხაშურის იუსტიციის სახლის მშენებლობა გრძელდება

Read Time:41 Second

იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. ამ მიზნით იუსტიციის სახლის მშენებლობა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში – ხაშურში, ზესტაფონსა და სამტრედიაში მიმდინარეობს. ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები ხაშურში იუსტიციის  მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილესთან, ერეკლე ღვიანიძესთან, ერთად დაათვალიერა.

იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას ხაშურის მოსახლეობა უკვე მიმდინარე წელს შეძლებს და  ყველა სახის სახელმწიფო მომსახურებას ერთ სივრცესა და კომფორტულ გარემოში მიიღებს.

ხაშურის იუსტიციის სახლში 18 პირი დასაქმდება. მომსახურების დარბაზის გარდა, ახალ ფილიალში თანამედროვე ინტერიერის  საქორწინო-სარიტუალო სივრცე მოეწყობა. შენობაში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ ინფრასტრუქტურაში ფუნქციონირებენ.

ხაშურის ფილიალი შიდა ქართლის რეგიონში მეცხრე იუსტიციის სახლი იქნება.  გორში,  ქარელში, კასპში, გომში, ბერძენაულში, რუისში, ტყვიავსა და მეჯვრისხევში  იუსტიციის სახლები უკვე ფუნქციონირებს.

დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, 117 იუსტიციის სახლი მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით, სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 470- ზე მეტ სერვისს სთავაზობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ გომელაური ხათუნა სამნიძეს – ბერძენიშვილზე ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა, მანქანა არ დაზიანებულა და მოკვლევაც არ დაგვიწყია, ბევრს ეზღუდება გადაადგილება, 300 ადამიანი პარლამენტთან როცა კეტავთ გზას, დავაკავოთ ყველა?
Next post კახა ქემოკლიძე: ჩემს ძაღლს, ფრანგულ ბულდოგ რონის მორალის და ღირსების გაცილებით უფრო კარგი აღქმა აქვს, ვიდრე ბატონ კობახიძეს