ხათუნა სამნიძე: „ქართულოცნებას“ სჭირდება კრიტიკული აზროვნების არმქონე ადამიანები, ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია

Read Time:48 Second

„ქართულოცნებას“ სჭირდება კრიტიკული აზროვნების არმქონე ადამიანები, ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა, რითაც სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის საკითხს გამოეხმაურა.

„ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ არის საკმაოდ აგრესიულად განწყობილი ნებისმიერი კანდიდატის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა რა კვალიფიკაციის იქნება, თუ მან ოდესმე გამოხატა თავისი სამოქალაქო პოზიცია. თუ წლების წინ რაიმე კრიტიკული მაინც გააჟღერა ხელისუფლების ან ოპოზიციის ან ორივეს ერთად მიმართ, ამას უხსენებს „ქართული ოცნება“ თითოეულ კანდიდატს და პროფესიული ნიშნით კი არ უსვამს შეკითხვებს, თავდასხმის პოზიციაშია იმის გამო თუ როგორ გაბედა ამა თუ იმ კანდიდატმა საკუთარი პოზიციის გამოხატვა.

პრობლემა კი არ არის ადამიანის პოზიციები გაიგო, თუნდაც მისი აქტიურობა შეისწავლო სოციალურ ქსელში, მე პრობლემას ვხედავ იმაში, როდესაც ღიად აცხადებს „ქართული ოცნება“, საშიშ ტენდენციას ნერგავს და ეს პარლამენტში ხდება, რომ მას არ სჭირდება სახალხო დამცველობის კანდიდატი, ვისაც აქვს რაიმეზე მაინც პოზიცია. „ქართულ ოცნებას“ ჭირდება მოქალაქე, რომელსაც საერთოდ აზრი არ გააჩნია არაფერზე, სტერილურია სრულიად. მათ სჭირდებათ კრიტიკული აზროვნების არმქონე ადამიანები, ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში თურქეთში გაემგზავრება რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად, რათა შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხი განიხილოს
Next post ზელენსკიმ პუტინს მიმართა-რუსეთის ფედერაციამ დიალოგისთვის უკრაინის საზღვრების პატივისცემა უნდა დაიწყოს