ზელენსკიმ პუტინს მიმართა-რუსეთის ფედერაციამ დიალოგისთვის უკრაინის საზღვრების პატივისცემა უნდა დაიწყოს

Read Time:1 Minute, 3 Second

დიალოგის დასაწყებად რუსეთმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საზღვრების პატივისცემა უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გვინეა-ბისაუს პრეზიდენტთან, უმარუ სისოკუ ემბალოსთან გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ემბალუმ აღნიშნა, რომ გუშინ ვიზიტით იყო მოსკოვში, სადაც პუტინს შეხვდა და რომელმაც სთხოვა უკრაინის პრეზიდენტისთვის გადაეცა წინადადება დიალოგის დამყარების საჭიროების შესახებ.

გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის თქმით, მან დასკვნა გამოიტანა, რომ პუტინის მზადაა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ემბალოს სიტყვებით, პუტინს დიალოგისთვის „არხების დამყარება“ სურს.

„მე ვთქვი, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოებს შორის არხები რომ იყოს, საჭიროა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფოში ინფრასტრუქტურას არ აფეთქებდნენ. აშკარაა, რომ ასეთ შემთხვევაში მომავალში რამეზე საუბარი შესაძლებელი იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა იმასაც, რომ რუსეთმა გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის მეშვეობით უკრაინას ურთიერთობების დებლოკირების საჭიროების შესახებ გადასცა წინადადება.

„მეც, ასევე, ვამბობ, რომ საჭიროა დებლოკირება. ვამბობ, იცით, მოდით, როგორც მინიმუმ, ჩვენი შავი ზღვის დებლოკირებით დავიწყოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ დიალოგისთვის საჭიროა, რომ ერთი სახელმწიფო პატივს სცემდეს მეორე სახელმწიფოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საზღვრებს.

„ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი მარტივი ფუნდამენტური საგნებით იწყება ნებისმიერი რამ. ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ არის, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის ლაპარაკის სურვილი, ვფიქრობ, რომ მეტი არაფერია, ვიდრე დაგეგმილი რიტორიკა, რომელმაც უნდა იმუშაოს მის შიდა აუდიტორიაზე და იმ სახელმწიფოების აუდიტორიაზე, რომლებმაც ჯერ არ მოახდინეს საკუთარ სახელმწიფოსა და სახელმწიფოს სახელად, რუსეთს შორის პოლიტიკის იზოლირება“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხათუნა სამნიძე: „ქართულოცნებას“ სჭირდება კრიტიკული აზროვნების არმქონე ადამიანები, ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია
Next post თეა წულუკიანი: ოპოზიციას ვერ გაურკვევია ქართველები, უკრაინელები, თუ გაუკრაინელებული ქართველები არიან, ჯერ კიდევ იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში იმყოფებიან