ცოლსა და არასრულწლოვან შვილებზე ძალადობისთვის ბრალდებულ კაცს 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Read Time:34 Second

ცოლისა და შვილების მიმართ ძალადობისთვის ბრალდებული კაცი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 მაისს მსჯავრდებულმა ფიზიკურად იძალადა შვილებსა და მეუღლეზე. კერძოდ, მან არასრულწლოვან შვილებს ზურგსა და ფეხზე, ხოლო მეუღლეს თავში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე ისიც დადასტურდა, რომ ამავე წლის 3 მაისს მსჯავრდებულმა შვილების თანდასწრებით ცოლს ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი.

მსჯავრდებულს ბრალი 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით წარედგინა. აღნიშნული მუხლები ორზე მეტი პირის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მსჯავრდებული 6 თვეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 6 თვე კი პირობითად 1 წლის გამოსაცდელი ვადით ჩაეთვალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს მთავრობა, ექსპორტზე გატანის მიზნით, ქვეყანაში მარიხუანას წარმოების დაწყებას გეგმავს
Next post ვხედავ იგივე საფრთხეებს, რასაც კოლუმბიასა და ავღანეთში — მეუფე იაკობი მარიხუანის წარმოებაზე