ცნობილი სიამის ტყუპიდან, ერთ-ერთი და მალულად დაქორწინდა – შეძლებენ თუ არა ისინი შვილის გაჩენას

Read Time:1 Minute, 38 Second

ამერიკელი მასწავლებელი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა რეალითი სატელევიზიო შოუში თავის სიამის ტყუპთან ერთად, ახლა დედობაზე ამახვილებს ყურადღებას, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სამი წლის წინ მალულად  დაქორწინდა.

ები ჰენსელმა იქორწინა 33 წლის ჯოშ ბოულინგთან.

ები და მისი და ბრიტანი, ისტორიაში დიცეფალიური ტყუპებიდან ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი წყვილიდან, რომლებიც გადაურჩნენ ჩვილობას. მათ პოპულარობა მოიპოვეს 28 წლის შემდეგ.
მოზარდობის პერიოდში გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, მათმა დედამ თქვა, რომ მათ ძალიან სურდათ ოდესმე საკუთარი შვილები ჰყოლოდათ და განმარტა: „ეს შესაძლოა მოხდეს, რადგან საჭირო ორგანოები ნამდვილად მუშაობს“.

”დიახ, ჩვენ დედები გავხდებით”, – დაეთანხმა ბრიტანი.

ები დათანხმდა და თქვა: “დიახ, ჩვენ ერთ დღეს დედები ვიქნებით, მაგრამ ჯერ არ გვინდა ვისაუბროთ ამაზე“.

წყვილს შეუძლია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჭამა, წერა და დავალებების შესრულება, მაგრამ იზიარებენ ერთ სხეულსა და ყველა ორგანოს, წელის ქვემოთ, მათ შორის ნაწლავებს, შარდის ბუშტსა და რეპროდუქციულ ორგანოებს.

ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ დაორსულება ტრადიციული გზით, მაგრამ გაურკვეველია, ვინ იქნება ბავშვის დედა კანონიერად.
სხვა ინტერვიუში ბრიტანიმ გაიმეორა საკუთარი ოჯახების ყოლის სურვილი და თქვა: „მთელმა მსოფლიომ არ უნდა იცოდეს, რას ვაკეთებთ ან როდის ვაპირებთ ამის გაკეთებას“. მაგრამ დამიჯერეთ, ჩვენ სრულიად განსხვავებული ხალხი ვართ“.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია TLC შოუ ასახავს მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენებს, მათ შორის საშუალო სკოლის დამთავრებას და სამუშაოს მოპოვებას, მათი ცხოვრება მხედველობის მიღმა რჩებოდა ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ისინი ყოველთვის თავს იკავებდნენ თავიანთი სასიყვარულო ცხოვრების შესახებ ლაპარაკისგან და ათი წლის წინ უარყვეს ბრეტანის ნიშნობის შესახებ ჭორები, როგორც “სულელი ხუმრობა”, მაგრამ თინეიჯერობისას ისინი საუბრობდნენ შვილების ყოლის სურვილზე.

2001 წელს ჟურნალ Time-თან ინტერვიუში, ტყუპების მამამ, მაიკმა, თქვა, რომ მისი ქალიშვილები უკვე ითხოვდნენ ოდესმე ქმრის პოვნას.

მათ იცოდნენ, რომ სხვა ტყუპები დაქორწინდნენ და რატომაც არა? „ლამაზი გოგონები არიან.  ყველაფერი აქვთ, გარდა სიყვარულისა“, – დასძინა მან.
მათ TikTok-ზე @abbyandbrittanyhensel ახლახან გამოაქვეყნეს კლიპი, სადაც ნაჩვენებია ების ქორწილის დღე, ხოლო Facebook-ის ანგარიშმა სახელად “ბრიტი და ები” ასევე გამოაქვეყნა ბედნიერი წყვილის ფოტო.

ცერემონიისთვის, რომელიც ჩანაწერების მიხედვით 2021 წელს გაიმართა, ტყუპებს ეცვათ უმკლავო საქორწილო კაბა მაქმანებით, ხოლო საქმროს ნაცრისფერი კოსტიუმი.

ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთმა სტუმარმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ასახულია, რომ ტყუპები და საქმრო ცეკვით ტკბებიან. – წერს dailymail

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვილი სანიოლის შვილი: “აქამდე ეს მამაჩემზე ცხოვრებაში არ მინახავს“
Next post ვინ არის ზვავში მოყოლილი 48 წლის მამაკაცი – ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია დილიდან მიმდინარეობდა