ჩინეთში წყალდიდობის შედეგად ორ მილიონამდე ადამიანი დაზარალდა

Read Time:31 Second

ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო, ჩინეთის შანსის რეგიონში 1,76 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გასულ კვირას დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ რეგიონში სახლების ჩამოშლა და 70-ზე მეტ რაიონში მეწყრის ჩამოწოლა გამოიწვია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ რაიონში ჩამოწოლილ მეწყერს ოთხი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის თქმით, წყალდიდობისა და მეწყრის გამო, რეგიონში 17 ათასზე მეტი სახლი დაინგრა, რის გამოც 120 ათასზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში გადაიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო რთულად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. პოლიციის თანამშრომლები რეგიონში მეგაფონებით გადაადგილდებიან და მოსახლეობას არსებული სიტუაციის შესაბამის ქცევის წესებს აცნობენ.

სამი თვის წინ, ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას ჰენანის პროვინციაში 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კვლევა: AstraZeneca-ს ანტისხეულების ახალმა პრეპარატმა არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში დაავადების მძიმე ფორმის ან სიკვდილიანობის რისკი შეამცირა
Next post ლევან იოსელიანი – „მოქალაქეები“ არ ვუერთდებით არც ერთ აქციას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მხარდამჭერი პარტიების მიერაა ორგანიზებული