კვლევა: AstraZeneca-ს ანტისხეულების ახალმა პრეპარატმა არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში დაავადების მძიმე ფორმის ან სიკვდილიანობის რისკი შეამცირა

Read Time:22 Second

კომპანია AstraZeneca-ს ანტისხეულების ახალმა პრეპარატმა არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში დაავადების მძიმე ფორმის ან სიკვდილიანობის რისკი შეამცირა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია AstraZeneca კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეპარატმა, სახელწოდებით AZD7442, კორონავირუსის მძიმე ფორმის ან სიკვდილიანობის განვითარების რისკი 50%-ით შეამცირა იმ პაციენტებში, რომლებსაც სიმპტომები შვიდი ან ნაკლები დღის განმავლობაში ჰქონდათ.

„ანტისხეულების პრეპარატით ადრეულ ჩარევას მნიშვნელოვნად შეუძლია შეამციროს მძიმე დაავადების პროგრესირება, ამასთან, ის დაცვას ექვს თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფს“, – განაცხადა მენე პანგალოსმა, AstraZeneca-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: მეორე ტურში გამარჯვების მოლოდინია – ეს იმ ხალხმაც იცის, რომელიც ახლა ქუჩაში დგას და ცდილობს, რევოლუციური, დესტრუქციული პროცესები განავითაროს
Next post ჩინეთში წყალდიდობის შედეგად ორ მილიონამდე ადამიანი დაზარალდა