”ჩემო ძმაო, შენ შავ ჩოხაში ხარ და შენი ცოლი მძინარე მზეთუნახავივით გაყინულ კუბოში წევს” – ატირებული შოთა სიხარულიძე

Read Time:2 Minute, 4 Second

ბათუმში,კლინიკა მედცენტრში გარდაცვლილ 29 წლის გოგოს, მელანო ფუტკარაძეს, “ემიგრანტების იმედის” ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე ემოციურ წერილს უძღვნის.

“ჩვენს ქორწილში გელოდებოდით მე და მელანოო… ბექუ მთელი სხეული მეწვის იმის მერე რაც გულში ჩაგიკარი და მოგისამძიმრე შავი ჩოხა არ გიხდება ძმისგულო საშინლად არ გიხდება რავქნა… ჩემო თეთრო ღიმილის ბიჭო რით გიშველოოო… შენ შავ ჩოხაში და მელანო მძინარე მზეთუნახავი გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ ფითქინა კაბაში…. გავქვავდი….

ემიგრანტებო ის იწვა მშვიდი, ისეთი მშვიდი თითქოს
თითქოს იმქვეყნად ელოდნენ და იცოდა სად მიდიოდა…
ის იმდენად ლამაზი იყო, სანთლებთან ერთად ანათებდა…
თავთან დედა იჯდა, ოდნავ მოშორებით მამა ორივეს მზე ჩაუქრათ ერთადერთი შვილი მზე….
მილა კი იწვა, ლამაზი, ლამაზი, ლამაზი, ღმერთო ჩემო, როგორი ლამაზი და ანათებდა…
დღეს ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა სადედოფლო მანქანით ბანტებ შებნეული…

უკანასკნელ გზაზე 28 წლის ანგელოზს ვაცილებთ.. დღეს შენს სხეულს მიაბარებენ მიწას. ალბათ ძალიან შეგცივდება, მაგრამ გვჯერა, რომ საქართველოს მზის პირველი სხივები გაათბობს შენს გაყინულ სხეულს და მარტოდ დარჩენილს გზა გაგინათდება. შენ ლამაზი, ძლიერი და ნიჭიერი იყავი, გამბედავი და პირდაპირი. შენ სხვისი ტკივილის გაგების საოცარი უნარი გქონდა, შენს მეგობრებს სურდათ, რომ ბედნიერად გეცხოვრა… დიდხანს, ძალიან დიდხანს. მეხივით გავარდა სამწუხარო ამბავი – მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების შესახებ. დამწუხრდა, დადუმდა შენი ოჯახი და მეგობრები”. ეჰ ამაყად ამაყად და მხნედ აღარ ჩამოივლის სიმპათიური, ლამაზთვალება ქალბატონი. მოგვიკლეს ქალბატონი კისკისა რომელიც სულ იღიმოდა და ოჯახის შექმნაზე ქორწილისთვის ემზადებოდა ფიქრობდა რომ ის და ბექა ერთად ბედნიერად და ტკბილად იცხოვრებდა. დიდი ტკივილი და მოგონებები დაგვიტოვა. შენს ოთახში ყოველდღიურად დაანთებენ სანთელს და ცრემლიანი თვალებით გახედავენ ხოლმე შენგან ობლად დარჩენილ ყოველივეს. მილას სახით დაკარგეს მისმა ოჯახის წევრებმა მეგობრებმა და ახლობლებმა საყვარელი ადამიანი, რომელმაც თან წაიღო მათი გული და დატოვა გამოფიტული და დაცარიელებული. რა ძნელია, რომ შენ საყვარელ ადამიანს მიწას მიაბარებ და იქიდან დაბრუნდები მხოლოდ მოგონებების იმედად.
რჩება მხოლოდ საფლავი, ადგილი, სადაც ხშირად მოგიწევს სიარული, რადგან უნდა მოუყვე ყველაფერი დარჩენილ ცხოვრებაზე…
მელანოსნაირ მებრძოლი სულის, სიცოცხლისმოყვარული ადამიანისათვის ნაადრევი იყო ამქვეყნიდან წასვლა.
მსუბუქი იყოს მისი საფარველი! ნათელში მისი სული, ამინ!” – წერს შოთო სიხარულიძე და გოგონას ლექსსაც უძღვნის.

ეს რა სიმწარით დასთმეთ სამყარო,
მუდამ ფიქრი და დარდი,

მაგრამ სიკვდილმა არ მოგასვენა,

ჩამოგაფარა ჩადრი.

ეს რა შორი გზა ჩამოგივლიათ,

დღეს სადღეგრძელოს შევსვამთ.

ნიაღვარები მოგყვება ცრემლის,

ნათელში იყოს, ღმერთო მაღალო,

ქედმოდრეკილი გვედრი.

ყველა იღლება რთული ცხოვრებით,

ასე ყოფილა ბედი,

ეხლა სხვა არის შენი სამყარო,

გამორჩეული ხედი.

ჰოდა იყავით დამშვიდებული,

ნანას გიმღერით ქარი,

მწუხარედ მოსთქვამს რჩენილი მარტო,

გადატეხილი ქნარი…

ცნობისთვის, მელანო ფუტკარაძე მუცლის ტკივილებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ექოსკოპია გადაუღეს. სამი დღის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. რის შემდეგაც გოგონას მდგომარეობა გაუარესდა.

პაციენტი მოგვიანებით მწვავე ტკივილებით „მედცენტრში“ გადაიყვანეს, სადაც უთხრეს, რომ ბრმანაწლავი იყო გახეთქილი, რამაც სეფსისი განავითარა და შეუძლებელი იყო გადარჩენა.მელანო ფუტკარაძე შაბათს დაკრძალეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლადო კახაძე – შალვა შავგულიძეს კი აქვს ძლიერი მუხლები და კარგი ზურგი, მაგრამ სასტარტო პირობები ჩემთვის უფრო იოლია
Next post დავით ზალკალიანმა ნატოს გენერალური მდივნის გზავნილები შეაფასა