დავით ზალკალიანმა ნატოს გენერალური მდივნის გზავნილები შეაფასა

Read Time:1 Minute, 18 Second

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტი შეაჯამა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, გენერალური მდივნის ვიზიტი უაღრესად საჭირო იყო გზავნილების თვალსაზრისით.

„მისი მხრიდან პოზიტიურად იყო შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს როგორც თავდაცვის სფეროში, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ნატოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, რაც გაჟღერდა გენერალური მდივნის ვიზიტის დროს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რაც ასევე არის ასახული ნატოს ბოლო სამიტის გადაწყვეტილებებში. ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხო, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს. ეს თემა იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველო-ნატოს ურთიერთობის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ცალკე საქართველოზე იქნება მსჯელობა ზუსტად შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ეს თემა არის საქართველო-ნატო-ს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. შავი ზღვა არის მოქცეული თავად ნატო-ს მთავარ აქცენტებში და ფოკუსში, საქართველო როგორც ამ რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა და პარტნიორი”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, წვრთნები, რომელიც პირველად ჩატარდა წვრთნისა და შეფასების ცენტრის ეგიდით არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მსგავსი სახის წვრთნები საქართველოში ნატოს ეგიდით არ ჩატარებულა.

„აღნიშნული ვიზიტი, ისევე როგორც ამ დღეების განმალობაში მთლიანად ნატო-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგი უნდა იყოს აღქმული ნატოს მოახლოებული მინისტერიალის ფარგლებში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ასეთი დატვირთული დღის წესრიგი ნატოსთან არის ჩვენი გააზრებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილი, სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტული ადგილი სწორედ ნატოსთან ინტეგრაციას უჭირავს. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ მივდივართ, რა გზით მივდივართ, რა თანმიმდევრობით მივდივართ და ყველა ეს ნაბიჯი არის შეთანხმებული ჩვენს პარტნიორებთან, ერთ დღე-ღამეში არ ხდება მსგავსი მაღალი დონის ღონისძიებების დაგეგმვა“, – თქვა დავით ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ”ჩემო ძმაო, შენ შავ ჩოხაში ხარ და შენი ცოლი მძინარე მზეთუნახავივით გაყინულ კუბოში წევს” – ატირებული შოთა სიხარულიძე
Next post ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს