ლადო კახაძე – შალვა შავგულიძეს კი აქვს ძლიერი მუხლები და კარგი ზურგი, მაგრამ სასტარტო პირობები ჩემთვის უფრო იოლია

Read Time:32 Second

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძე აცხადებს, რომ მასსა და სხვა კანდიდატებს შორის გამარჯვებულს ამომრჩეველი გადაწყვეტს. როგორც კახაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, სასტარტო პირობები სხვა კანდიდატებთან, მათ შორის შალვა შავგულიძესთან მიმართებაში უკეთესი აქვს.

„ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს გამარჯვებულის ვინაობა. არასდროს პედესტალის მეორე საფეხურზე არ ვმდგარვარ. შალვა შავგულიძეს მივესალმები. შალვას კი აქვს ძლიერი მუხლები და კარგი ზურგი, მაგრამ ბევრი სიმძიმის ტარება მოუწევს. სასტარტო პირობები შალვასთან შედარებით, ჩემთვის უფრო იოლია“, – განაცხადა კახაძემ. მისივე თქმით, კონკურენცია დიდია, რაც მისასალმებელია.

„ყველა საკითხი, რომელიც ჩვენს შორის იქნება, განიხილება ურთიერთმოსმენით. არის საკითხები, სადაც მას აქვს დიდი გამოცდილება, მათ შორის იურიდიული საკითხები. არის საკითხები, რომელიც მე უფრო კარგად ვიცი“, – განაცხადა კახაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამერიკის 6 შტატში ავოკადოს შეტანა აკრძალეს
Next post ”ჩემო ძმაო, შენ შავ ჩოხაში ხარ და შენი ცოლი მძინარე მზეთუნახავივით გაყინულ კუბოში წევს” – ატირებული შოთა სიხარულიძე