შალვა პაპუაშვილი: ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, ვინც 19 აპრილის შეთანხმებას სრულად ასრულებს

Read Time:40 Second

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა პარტიას მივცეთ შესაძლებლობა, 19 აპრილის შეთანხმებას შეუერთდეს და დეპოლარიზაციის გზაზე დადგეს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„19 აპრილის შეთანხმება არის ერთი დოკუმენტი – მისი ყველა პუნქტით ერთად და არა ცალ-ცალკე. ამიტომ მნიშვნელოვანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდეს დრო, მოიფიქროს და ამ შეთანხმებას შეუერთდეს, მათ შორის ამნისტიის ჩათვლით. ეს არის მათთვის შანსი, შეთანხმების მნიშვნელობა გაიაზრონ. ჩვენ მათ ვაძლევთ შანსს, იყვნენ დემოკრატიის ნაწილი და არა გარიყული და მარგინალიზებული პარტია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არის კეთილსინდისიერი როგორც საზოგადოების, ასევე პარტნიორების წინაშე და საბოლოო ჯამში, 19 აპრილის შეთანხმებას სრულად და სიტყვა-სიტყვით შეასრულებს.

„ჩვენი სურვილია, 19 აპრილის შეთანხმების პროცესში ყველა პარტია ჩაერთოს, რადგან ეს კეთდება არა ჩვენთვის, არამედ პარტიებს შორის დეპოლარიზაციისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, ვინც 19 აპრილის შეთანხმებას სრულად ასრულებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე: საპატრიარქოში განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემა, რათა სრულიად იყოს დაცული ბავშვთა ინტერესები
Next post ლევან იოსელიანი ამნისტიის კანონპროექტზე: კომპრომისული ვარიანტი არ შედგა, ამიტომ მეორე მოსმენით ჩვენ ხმა აღარ მივეცით