ლევან იოსელიანი ამნისტიის კანონპროექტზე: კომპრომისული ვარიანტი არ შედგა, ამიტომ მეორე მოსმენით ჩვენ ხმა აღარ მივეცით

Read Time:27 Second

კომპრომისული ვარიანტი არ შედგა, ამიტომ მეორე მოსმენით ჩვენ ხმა აღარ მივეცით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტის მიმართ მათ რაიმე ტიპის პოზიტიური დამოკიდებულება აღარ აქვთ.

„ამ კანონის მიმართ ძალიან ცალსახა პოზიცია მქონდა. პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ დათქმით, რომ თუ კომპრომისული ვარიანტი იქნებოდა, მხარს დავუჭერდით მეორე მოსმენითაც. კომპრომისული ვარიანტი არ შედგა, ამიტომ მეორე მოსმენით ჩვენ ხმა აღარ მივეცით. შესაბამისად, ამ კანონის მიმართ ჩვენ რაიმე ტიპის პოზიტიური დამოკიდებულება არ გვაქვს. ეს არის კანონზე ვინც შეთანხმდნენ, მათ შორის გასარკვევი თემა“, – განაცხადა იოსელიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, ვინც 19 აპრილის შეთანხმებას სრულად ასრულებს
Next post მიხეილ სარჯველაზე: ადრე თუ გვიან, „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად მოუწევს მიშელის დოკუმენტზე დათანხმება