მიხეილ სარჯველაზე: ადრე თუ გვიან, „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად მოუწევს მიშელის დოკუმენტზე დათანხმება

Read Time:28 Second

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპელი მედიატორის შუამავლობით მომზადებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს.

„ყველამ ნახა, როგორი დატვირთული დღის წესრიგი გავიარეთ ბოლო პერიოდში პლენარულ სხდომებზე. მართლაც რთული გრაფიკით გავიარეთ ბოლო პერიოდი. ვფიქრობ, რომ, ადრე თუ გვიან, „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად მოუწევს მიშელის დოკუმენტზე დათანხმება. სხვაგვარად, პირადად მე, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას პრეტენზია ჰქონდეს კონსტრუქციულობაზე, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე და იმავდროულად – ემიჯნებოდეს მიშელის დოკუმენტს“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ვიდრე „ამნისტიის პროექტი“ მესამე მოსმენით კენჭისყრაზე გავა, მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობისგან“ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერას ელოდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი ამნისტიის კანონპროექტზე: კომპრომისული ვარიანტი არ შედგა, ამიტომ მეორე მოსმენით ჩვენ ხმა აღარ მივეცით
Next post შალვა ნათელაშვილი – პარტიებმა, რომლებმაც ხმა მისცეს „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვას, დაამთავრეს ოპოზიციური სტატუსით მანიპულირება, დარჩათ ერთადერთი გზა, შეუერთდნენ „ქართულ ოცნებას“