შალვა ნათელაშვილი – პარტიებმა, რომლებმაც ხმა მისცეს „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვას, დაამთავრეს ოპოზიციური სტატუსით მანიპულირება, დარჩათ ერთადერთი გზა, შეუერთდნენ „ქართულ ოცნებას“

Read Time:51 Second

პარტიებმა, რომლებმაც ხმა მისცეს „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვას, დაამთავრეს ოპოზიციური სტატუსით მანიპულირება, მათ არავინ არასდროს, არც ქვეყანაში, არც მის ფარგლებს გარეთ არ აღიქვამს ოპოზიციად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამ წარმომადგენლებს დარჩათ ერთადერთი გზა, შეუერთდნენ „ქართულ ოცნებას“.

„პარტიებმა, რომლებმაც წუხელ ხმა მისცეს „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვას და ხმა მისცეს უკვე მესამედ, დაამთავრეს ოპოზიციური სტატუსით მანიპულირება, მათ არავინ არასოდეს, არც ქვეყანაში, არც მის ფარგლებს გარეთ არ აღიქვამს ოპოზიციად, დარჩათ ერთადერთი გზა, შეუერთდნენ პირდაპირ ორგანიზაციულად „ქართულ ოცნებას“ და მასთან ერთად გააგრძელონ პოლიტიკური მსვლელობა. მმართველ პარტიაშიც ასეთი არავის სჭირდება“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის განმარტებით, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის ყოლის უფლება დაკარგა.

„ცესკო-ში წევრი ჩვენ არ გვყავდა, ადრე რომ გაგვიყალბეს არჩევნები. შესაბამისად, დავკარგეთ ცესკო-ში წევრის ყოფნის უფლება. როცა გადავლახეთ ბარიერი, ყველა პარტიამ მოიპოვა წევრის დანიშვნის უფლება ჩვენთან ერთად და ჩვენ მათთან ერთად. ეს უფლება დამტკიცებული იყო საერთაშორისო გარანტიებით ელჩების და ამერიკის მხარის მონაწილეობით გამართულ მოლაპარაკებებზე. ახლა გამოვიდა ისე, რომ ყველას დაუტოვეს წევრები, ჩვენ, ვინაიდან არ შევედით პარლამენტში და არ დავემორჩილეთ ოლიგარქს, წაგვართვეს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაზე: ადრე თუ გვიან, „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად მოუწევს მიშელის დოკუმენტზე დათანხმება
Next post კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონზე: ყველა ვხედავთ იმ პროგრესს, რომელიც ბოლო დღეებშია – გრძელდება ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი