ეკატერინე ტიკარაძე: საპატრიარქოში განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემა, რათა სრულიად იყოს დაცული ბავშვთა ინტერესები

Read Time:42 Second

დღეს გარკვეულწილად გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემა, რაც არსებობდა, რათა არ განმეორდეს და სრულიად დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოში არსებული დიდ ბავშვთა სახლების მიმართულებით.

„დღეს გარკვეულწილად გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, რათა დავსახოთ სამომავლო გეგმები თითოეულ ბავშვთა სახლთან მიმართებაში და ამ შემთხვევაში, საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა, რაც არსებობდა, რათა არ განმეორდეს და სრულიად დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები, ასევე ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს უკვე იმ დიდი ბავშვთა სახლების მიმართულებით, რომელიც საქართველოშია. ყველანი ვიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების მცირე ზომის ბავშვთა სახლებში გადაყვანა, ამასთან, მათი გადაყვანა საკუთარ ოჯახებში. ამ პროცესს სჭირდება გაცილებით უფრო მეტი ხელშეწყობა, ყველა მხარის ჩართულობა უნდა იყოს საკმაოდ მაღალ დონეზე“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: გარანტიას გაძლევთ, თუ საქართველოს მოსახლეობის 50% სპორტში იქნება ჩართული, ჩვენი ქვეყანა იქნება წარმატებული
Next post შალვა პაპუაშვილი: ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, ვინც 19 აპრილის შეთანხმებას სრულად ასრულებს