შალვა პაპუაშვილი სერგი კაპანაძის განცხადებაზე: გასაოცარი იყო, რომ ასეთ რაღაცას აბრალებს საკუთარ ქვეყანას

Read Time:57 Second

გასაოცარი იყო, რომ ასეთ რაღაცას აბრალებს საკუთარ ქვეყანას, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ სერგი კაპანაძის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ყველამ იცის, რომ კასეტური ბომბების დასახლებულ პუნქტებში გამოყენება აკრძალულია.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია მათი მოსაზრება, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს ამატებს, რომ კასეტური ბომბები იყო გამოყენებული ცხინვალში. რა თქმა უნდა, გასაოცარი იყო, რომ ასეთ რაღაცას აბრალებს საკუთარ ქვეყანას. შემდეგ მოვისმინეთ განმარტებები, თითქოს ის ცხინვალს არ გულისხმობდა, უფრო სწორად, გულისხმობდა სამხედრო სამიზნეებს, თუმცა ყველამ, ვინც ამ საკითხში ერკვევა იცის, რომ კასეტური ბომბების დასახლებულ პუნქტებში გამოყენება აკრძალული არის “, – აცხადებს პაპუაშვილი.

დეპუტატი 2008 წელს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ მიღებულ რეზოლუციას იხსენებს, რომელსაც ქართულმა დელეგაციამ დაუჭირა მხარი და რომლის მეხუთე პუნქტშიც წერია, რომ 7 აგვისტოს ქართულმა სამხედრო ძალებმა ცხინვალი დაბომბეს.

„დღეს, როცა ცდილობენ ახსნან საკუთარი საქციელი, საუბრობენ სხვა პუნქტებზე, რომლებშიც საუბარია ოკუპაციაზე და იმ კარგ ჩანაწერებზე, რომელიც ამ რეზოლუციაში არის. თითქოს ამ ჩანაწერების გამო ამ კომპრომისზე წავიდნენ. უპირველეს ყოვლისა, რანაირი კომპრომისია, როცა კომპრომისის აქეთ მხარეს დგას ის, რომ საკუთარ ქვეყანას აბრალებ ომის დაწყებას, აბრალებ კასეტური ბომბების გამოყენებას. ეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება კომპრომისის ნაწილი იყოს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო
Next post ირაკლი ჩიქოვანის თქმით, PACE რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ რეზოლუციას ქართული დელეგაციის მხარდაჭერის გარეშეც მიიღებდა