ქობულეთში “მწვანე ქალაქის” პროექტი განხორციელდება

Read Time:38 Second

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მწვანე ქალაქის მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი უკვე დაამტკიცა. განაშენიანების გეგმის თანახმად კომპლექისის ტერიტორიის 70%-ს რეკრეაციული ზონა დაიკავებს.

აჭარის ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტია და სრულად ფინანსდება ევროპული კაპიტალით. უმსხვილესი ინვესტიცია აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს. პროექტის მშენებლობისას და შემდგომ ოპერირებისას 500 ადამიანი დასაქმდება.

„მწვანე ქალაქის“ პროექტში გათვალისწინებულია გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები. ასევე აშენდება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში. პროექტი ასევე სავაჭრო ცენტრს, 500 ავტომობილისთვის პარკირებას და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილის მოწყობას მოიცავს.
სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მართვა საერთაშორისო ბრენდის მიერ განხორციელდება. ,,გრინ რეზორტის” მშენებლობისას ენერგო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები იქნება გამოყენებული. ტერიტორია ელექტრომობილების დასამუხტი სადგურებით, მზის ენერგიის პანელებით და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი იქნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ,,რასაც ადამიანი გულში მალავს, ის მის თვალებში იკითხება”-მამა სერაფიმე
Next post გაერო-ს გენერალური მდივანი: დღეს მსოფლიოში „სიგიჟის ქარი“ ქრის