გაერო-ს გენერალური მდივანი: დღეს მსოფლიოში „სიგიჟის ქარი“ ქრის

Read Time:36 Second

ადრე მე იმედის ქარზე ვისაუბრე, მაგრამ დღეს მსოფლიოში „სიგიჟის ქარი“ ქრის, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიო დღეს გაცილებით არაპროგნოზირებადი და უკონტროლოა და შესაძლოა, ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდეს.  გუტიერეშმა მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე ისაუბრა.

“ეჭვგარეშეა, ხალხს ბევრი რამ აქვს სათქმელი. არეულობა ქუჩებსა და მოედნებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმას ნიშნავს, რომ ხალხს უნდა, მათ მოუსმინონ. მათ უნდათ, რომ მსოფლიო ლიდერებმა მათ ღელვას უპასუხონ და ეფექტურად იმოქმედონ.

ადრე მე იმედის ქარზე ვისაუბრე, მაგრამ დღეს მსოფლიოში „სიგიჟის ქარი“ ქრის. დაწყებული ლიბიიდან იემენამდე, სირიამდე და მის მიღმა ესკალაცია დაბრუნდა… ყველა სიტუაცია განსხვავებულია, მაგრამ მზარდი არასტაბილურობა და დაძაბულობა ყველაფერს განუსაზღვრელად და უკონტროლოდ აქცევს. დიდი რისკია, რომ ვეღარც გავთვალოთ რა შეიძლება მოხდეს. როგორც ხედავთ ერთი პრობლემა მეორეს კვებავს“,- განაცხადა გუტიერეშმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქობულეთში “მწვანე ქალაქის” პროექტი განხორციელდება
Next post “არ მიაქციოთ ყურადღება ასეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს” – ლაშა ტალახაძე ზუკა ბერძენიშვილს პასუხობს