„ქართული ოცნების” ლიდერებმა ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო სამუშაო დაათვალიერეს

Read Time:32 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ, ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო სამუშაო დაათვალიერეს.

„ქართული ოცნების“ ლიდერებს, მშენებლობის ხელმძღვანელმა, ლაშა ტრაპაიძემ, ნოქალაქევის კომპლექსის სრული რეაბილიტაციის პროექტი გააცნო და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, სადაც, ექსპოზიციის სახით, ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება.

ახალ მუზეუმშივე განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ – სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე არქეოლოგიურ მისიებს მოემსახურება.

2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში 14 მილიონი ლარი მოხმარდება. სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოს დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნების” ლიდერებმა ფონდი „ქართუს“ მიერ სრულად რესტავრირებული სენაკის დრამატული თეატრი დაათვალიერეს
Next post გიორგი გახარია: შემდგომი 4 წელი იქნება კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები