„ქართული ოცნების” ლიდერებმა ფონდი „ქართუს“ მიერ სრულად რესტავრირებული სენაკის დრამატული თეატრი დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერეს, რომელსაც სრული სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
„ქართული ოცნების” ლიდერები თეატრში ჩატარებული სამუშაოებით დაინტერესდნენ. როგორც თეატრის დირექტორმა, მამუკა ბარქაიამ აღნიშნა, რეაბილიტაციის პროექტი 2016-დან 2020 წლამდე მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც შენობის სრული აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში გამოიცვალა სახურავი, ჩატარდა ფუნდამენტისა და თეატრის ყველა სართულის კედლის კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები. სრულად განახლდა შენობის გარე ფასადი და მოხდა შიდა ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. რესტავრირება ჩაუტარდა და აღდგა დიდი დარბაზის და შესასვლელი ფოიეების კედლის უნიკალური მხატვრობა, განახლდა თეატრის მოზაიკური იატაკი, აივნები, მოაჯირები. სრულად განახლდა სასცენო ინვენტარი, ტექნიკური მოწყობილობები, გახმოვანების და განათების აპარატურა და სხვ.
პროექტი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა, რომლის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა.
აღსანიშნავია, რომ 2002-2020 წლებში ბიძინა ივანიშვილი მთელი საქართველოს მასშტაბით აფინანსებს თეატრების აღდგენასა და რესტავრაციას. ბოლო წლების განმავლობაში მის ფონდს 13 თეატრის სარესტავრაციო და ტექნიკური აღჭურვილობის სამუშაოები აქვს დაფინანსებული, კერძოდ, დაფინანსდა რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, დუმბაძის, გრიბოედოვის, გაბრიაძის, თავისუფალი თეატრის, თბილისის სომხური თეატრის, ოპერის და ბალეტის თეატრის, ბათუმის, სენაკის, ოზურგეთის, ზუგდიდის თეატრების სარესტავრაციო სამუშაოები.
გარდა ამისა, ფონდი 2000 წლიდან ახორციელებს თეატრების თანამშრომელთა ყოველთვიური საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამას. სარესტავრაციო და ყოველთვიური დაფინანსების პროგრამებზე, ჯამში, ფონდს 200 მილიონზე მეტი აქვს დახარჯული.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...