არჩილ თალაკვაძე: დღეს მიხეილ სააკაშვილი გამოიყურება ისე, როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში

Read Time:58 Second

მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს. ძვირფასო მოქალაქეებო, იმასთან ერთად, რომ ამ დემოკრატიული არჩევნებით საქართველო, პროგრესისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს, ირჩევს უფრო მშვიდ და საქმიან პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს პრობლემები საკუთარ წარსულთან და დღეს ის გამოიყურება, როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში.

„მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს. ძვირფასო მოქალაქეებო, იმასთან ერთად, რომ ამ დემოკრატიული არჩევნებით საქართველო, პროგრესისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს, ირჩევს უფრო მშვიდ და საქმიან პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, თქვენ აქვე გაქვთ შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ველიდან ბოლომდე გაიყვანოთ ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის უკვე პერიოდულად 8 წელია აანონსებს, ხან სახურავიდან, ხან ზღვიდან, ხან საკუთარი ძვირადღირებული ბინის აივანიდან, დაბრუნებას. ზოგჯერ ჰაერით, ზოგჯერ გვირაბით, ზოგჯერ ფეხით გადმოდის ხოლმე საზღვარზე, თუმცა მან დღემდე საქართველოში ჩამოსვლა ვერ გაბედა. ეს არის მისი მორიგი ტყუილი, საკუთარი მხარდამჭერებისთვის, ვინაიდან ამ ქვეყანაში სხვას არავის მისი სიტყვების არ სჯერა.

მას აქვს პრობლემები საკუთარ წარსულთან და დღეს ის გამოიყურება, როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში, ამიტომ ამ არჩევნებით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლობა და მხარდაჭერა კიდევ უფრო შემცირდება და მის ადგილს ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ მავნებელი ძალები, რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის არევა სურთ
Next post „ქართული ოცნების” ლიდერებმა ფონდი „ქართუს“ მიერ სრულად რესტავრირებული სენაკის დრამატული თეატრი დაათვალიერეს