კახა კალაძე: სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ მავნებელი ძალები, რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის არევა სურთ

Read Time:1 Minute, 11 Second

„2012 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა, განხორციელდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები. თუმცა, დღესაც ბევრია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული გამოწვევები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება“, – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ მავნებელი ძალები, რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის არევა, დესტაბილიზაცია სურთ.

„ამ კონკრეტულ ძალებს სურთ, რომ ქართული სახელმწიფო, ქართველი ხალხი ნებისმიერი გზით დაზიანდეს და დაზარალდეს, რათა არეულობისთვის შესაბამისი ფონი შექმნან. მათი ტელევიზიებიდან გამუდმებით ვისმენთ სიცრუეს, ცილისწამებას და საზოგადოებაში დაძაბულობის შეტანის მცდელობებს.

თუმცა, ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და ზუსტად ამჩნევს, თუ ვის მხარეს არის სიმართლე. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ზრუნავს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და მოქალაქეებზე.

„ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულებაა ადამიანი, მისი სიცოცხლე და უფლებები, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ფეხქვეშ იყო გათელილი. დღეს, ქვეყანაში მშვიდობიანი, თავისუფალი გარემოა და მოქალაქეებს სახელმწიფოს ნდობა აქვთ, სახელმწიფო კი თავის მხრივ საკუთარ მოქალაქეს გვერდით უდგას. ჩვენი ქვეყნის წინაშე საგარეო გამოწვევებიც მრავლად არის.

ოკუპაცია, გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი ის საკითხებია, რაც დღეს ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანია. თუმცა, „ქართული ოცნების“ ერთიანი და ეფექტური გუნდი მზად არის, თქვენთან ერთად ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს, გაუმკლავდეს ისეთივე წარმატებით, როგორც ეს კორონავირუსის პირველი ტალღის მართვის შემთხვევაში მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და საქართველოს წარმატებაზე ზრუნვას, საქართველოს განვითარებაზე ზრუნვას ერთიანი ძალისხმევით განვაგრძობთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე დავითი: აღმოჩნენილია დავით გარეჯის რუკები და მოგვეცა სიმართლის გარკვევის შესაძლებლობა
Next post არჩილ თალაკვაძე: დღეს მიხეილ სააკაშვილი გამოიყურება ისე, როგორც ჯოხი ოპოზიციის ბორბალში