მეუფე დავითი: აღმოჩნენილია დავით გარეჯის რუკები და მოგვეცა სიმართლის გარკვევის შესაძლებლობა

Read Time:2 Minute, 12 Second

დღეს როდესაც ლაპარაკობენ, რომ გარეჯი პოლიტიკური ქულების დასაწერად არ უნდათ, თუნდაც პოლიტიკური ვითარებისთვის გამოეყენებინა რომელიმეს, მთავარი ხომ ის არის მოგვეცა შესაძლებლობა, რომ სიმართლე გაირკვეს. აღმოჩნდა რუკები, რომლებიც ჩამოიტანეს არ აქვს მნიშვნელობა საიდან. ომის დროს მტრის ზურგშიც კი ჰყავდათ თავისიანები და იღებდნენ იქიდან მნიშვნელოვან ინფორმაციას, – ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა ქადაგების დროს ისაუბრა.

მეუფე დავითი მოხარულია აღმოჩენილი რუკით, რომელიც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ახალი მტკიცებულების სახით საკუთარი ტერიტორიული საზღვრები დაიცვას. მიტროპოლიტის დაწყებულ გამოძიებას მიესალმება და იმედი აქვს ჭეშმარიტება მალე დადგინდება .

მეუფე დავითის განცხადებით, საპატრიარქო არავის ღალატზე არ საუბრობს, თუმცა მისი შეფასებით, ღალატი უმძიმესი ცოდვაა.

„დღეს როდესაც ლაპარაკობენ, რომ გარეჯი პოლიტიკური ქულების დასაწერად არ უნდათ, ვინც ლაპარაკობს დადებითს თუ უარყოფითს ჩათვალე, რომ ყველას ქულის დაწერა უნდა, გარეჯის ნამდვილი ისტორია და ბედი ბევრს არ აწუხებს, თუნდაც პოლიტიკური ვითარებისთვის გამოეყენებინა რომელიმეს, მთავარი ხომ ის არის, რომ მოგვეცა სიმართლის გარკვევის შესაძლებლობა. აღმოჩნდა რუკები, რომლებიც ჩამოიტანეს და არ აქვს მნიშვნელობა საიდან ჩამოიტანეს. ომის დროს მტრის ზურგშიც კი ჰყავდათ თავისიანები და იღებდნენ იქიდან მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ფაქტი, რომ გამოჩნდა საბუთი არ არის საკმარისი, ეს არ ნიშნავს უპირობოდ იმას, რომ გარეჯს დავიბრუნებთ. ყველას ლოცვა გვმართებს, რომ ეს შესაძლებლობა გონივრულად გამოიყენოს სახელმწიფოს იმ უწყების მოხელეებმაც, რომლებმაც დიპლომატიური მისია უნდა იკისრონ, რომლებმაც მოლაპარაკების სიმძიმე თავის მხრებზე უნდა აიღონ.

არ ნიშნავს რომ საბუთი გვაქვს და ყველაფერი დამთავრდა. რამდენი გვსმენია, უკანონოდ მიტაცებული მიწები მეზობლისა, თუნდაც ჩვენი ქვეყანა ავიღოთ. ვიძახით, რომ აფხაზეთი არის საქართველო, მაგრამ ჯერ ცოტა ხნით ჩვენს საზღვრებში არ არის. ფაქტია, ვამბობთ, რომ ის არის საქართველო! მადლობა ღმერთს გამოჩნდა რუკა, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამისათვის იზრუნა, მაგრამ გულარხეინად არ უნდა დავრჩეთ ეს არის ღვთით მოცემული შესაძლებლობა, რომლითაც შეიძლება სანატრელი, სანუკვარი საქმე, რომელიც დაბინდულია და გაუგებრობითაა შეფუთული. ფაქტი ერთია, გაუგებარ საკითხს ნათელი მოეფინოს და სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

დღეს თუ ვინმე ფიქრობს, რომ გარეჯი არ არის საქართველო ბევრი ისტორიული წყაროს მოყვანაც არ არის საჭირო, იქ მისული ადამიანი შეუიარაღებელი თვალითაც დაინახავს, რომ ეს არის ქვეყანა, ეს არის ადგილი, რომელიც ეკუთვნის მარლთმადიდებლური წარსულის მქონე ქვეყანას, ესეთი კიდევ არის საქართველო.

იუდას მიერ ჩადენილი საქმე ღალატი ქრისტესი, ვინც ამ გზას აირჩევს ყველასთვის ისეთივე მძიმე იქნება, როგორც იუდასი. ამიტომაც ეს ღალატი, იუდას ღალატის სინონიმად იქცა.

ახლა დიდი აჟიოტაჟია, აბა საპატრიარქო ამბობს, რომ ის ორი ადამიანი არის მოღალატე? ჩვენ ამას არ ვამბობთ, ზოგადად ვიძახით ღალატი უმძიმესია. მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადასტუროს ან უნდა უარყოს. ვლოცულობთ, რომ ყველა გზა შეცდომილი ჭეშმარიტებაზე მოიყვანოს”, – განაცხადა მეუფე დავითმა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძემ, წინასარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჩოლურისა და ჟახუნდერის თემების მოსახლეობასთან გამართა
Next post კახა კალაძე: სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ მავნებელი ძალები, რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის არევა სურთ