ქალები, რომლებმაც ავტობუსის მძღოლობის სურვილი გამოთქვეს და შესაბამისი გადამზადება გაიარეს, ვაკანსიების არარსებობის გამო, ვერ საქმდებიან

Read Time:44 Second

ქალები, რომლებიც ავტობუსის მძღოლის ვაკანსიით იყვნენ დაინტერესებულნი, უკვე გადაამზადეს, თუმცა ამ ეტაპზე თბილისის სატრანსპორტო კომპიანიას მათ დასასაქმებლად ვაკანსიები არ აქვს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, გადამზადებულია 21 ქალი მძღოლი. მათივე ინფორმაციით, ისინი ბოლო ეტაპს, დამატებით ორკვირიან სწავლებას გადიან.

„სწავლება ამ პროგრამის ფარგლებში 25-მა ქალმა გაიარა. აქედან 21 ქალს უკვე აქვს მართვის მოწმობა აღებული და დარჩენილი 4 ქალიც აპირებს მართვის მოწმობა აიღოს. ამ 21 ქალიდან დაკომპლექტდა სამი ჯგუფი, რომლებიც გადიან ორკვირიან პრაქტიკულ სწავლებას. ეცნობიან არსებულ მარშრუტებს, კომპანიის შიდა სამზარეულოს. გადამზადების პროცესის დასრულების შემდეგ თუ სატრანსპორტო კომპანიაში ვაკანსიები იქნება და ეს ქალებიც დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, ეტაპობრივად მოხდება მათი დასაქმება. ამ ეტაპზე კომპანიაში ვაკანსია არ გვაქვს. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ, ავტომატურად გაჩნდება ახალი ვაკანსიები, რაც ასე არ არის. ახალი ავტობუსები ანაცვლებს ძველ ტრანსპორტს, შესაბამისად, ისევ ძველი მძღოლები დასაქმდებიან“, – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 1400-მდე მძღოლია დასაქმებული, აქედან 2 ქალია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კაფსულა, რომელიც თბილისიდან ქუთაისში 15 წუთში ჩაგიყვანთ
Next post გერმანიიდან საქართველოს 100-მდე მოქალაქე გამოაძევეს