ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ლომბარდებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მიმდინარე თვეში დაწესდება

Read Time:27 Second

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლომბარდებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მიმდინარე თვეში დაწესდება. როგორც ბახტაძემ „ინტერპრესნიუსს“ ფილიპინებში, ქალაქ მანილაში განუცხადა, ავტომობილების და უძრავი ქონების დალომბარდება არის ძალიან ნეგატიური პრაქტიკა და ამ მიმართულებით პრინციპული ნაბიჯები გადაიდგმება.

„მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადებში და ეს მაისის თვეს არ გასცდეს, მივიღოთ ახალი თამაშის წესები ლომბარდებთან დაკავშირებით. ის საქმიანობა, რომელიც განსაკუთრებით უკავშირდება ავტომობილების და უძრავი ქონების დალომბარდებას, არის ძალიან ნეგატიური პრაქტიკა. ეს მომხმარებლებზე ცუდად აისახება და ხშირ შემთხვევაში გახდა კრიმინალის წყაროც. ამიტომ, მე ვფიქრობ ამ მიმართულებითაც უნდა გადავდგათ პრინციპული ნაბიჯები. გვჭირდება პრინციპულად და ხარისხობრივად ახალი წესები“, – განაცხადა ბახტაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკა ბესელია სამშვიდობო ინიციატივაზე – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი გზავნილი
Next post ირაკლი კობახიძე – აუცილებელია მსვლელობა მივცეთ პროექტს, რომელიც სხდომების გაცდენა-დაგვიანებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად