ეკა ბესელია სამშვიდობო ინიციატივაზე – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი გზავნილი

Read Time:35 Second

სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დადებითად აფასებს. მისი თქმით, ეს არის ნაბიჯი, რაც გულისხმობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ყველა სერვისით ისარგებლონ.

„ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი გზავნილი, მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი, რაც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან შეთავაზებას სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენივე მოქალაქეებისთვის. ეს არის შეთავზება, რომ გადავდგათ ნაბიჯი, რომ მოხდეს იმ სიკეთით და სერვისებით სარგებლობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ერთიან სივრცეში თანაცხოვრებისთვის არის მიმართული. ეს არის განათლების, სავაჭრო ურთიერთობების სფეროებში, მოქალაქეობის და პირადობის რეგისტრაციის ახალი პროცდურები, რომლებიც, სწორედ ამ სამშვიდობო პოლიტიკას ემსახურება და მიხარია, რომ ამ ინიციტივას გამოეხმაურა ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი, მიესალმა ჩვენი ყველა მოკავშირე“, – განაცხადა ბესელიამ.

სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლიკა ქავჟარაძე – არ მინდოდა, მაგრამ ვერსად გავექეცი მარიტას სახეს
Next post ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ლომბარდებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მიმდინარე თვეში დაწესდება