ირაკლი კობახიძე – აუცილებელია მსვლელობა მივცეთ პროექტს, რომელიც სხდომების გაცდენა-დაგვიანებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად

Read Time:21 Second

პარლამენტის თავმჯდომარე პლენარული სხდომების გაცდენა-დაგვიანებასთან დაკავშირებით ნორმების გამკაცრების თაობაზე ინიცირებული პროექტის დროულად მიღების საჭიროებას ხედავს.

“სამწუხაროდ, დასწრებასთან და დაგვიანებასთან დაკავშირებით ვითარება დადებითისკენ დიდად არ შეცვლილა. შესაბამისად, ვფიქრობ, აუცილებელია მომავალი სესიიდან მსვლელობა მივცეთ პროექტს, რომელიც ინიცირებულია და რომელიც მიზნად ისახავს ამ პრობლემის მოგვარებას საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომის გახსნისას.

დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომა დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით, განმეორებით ჩატარებული რეგისტრაციის შემდეგ გაიხნა. მიზეზი კვლავ კვორუმის პრობლემა იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ლომბარდებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მიმდინარე თვეში დაწესდება
Next post რა მიმართვას ავრცელებს დედა, რომლის შვილიც “ლურჯ ვეშაპს” ემსხვერპლა