“ურუსკესი” – ელენის შოუს ოფიციალური ანალოგი “რუსთავი 2-ზე” გრძელდება

Read Time:38 Second

ურუსკესი” – ელენის შოუს ოფიციალური ანალოგი “რუსთავი2-ზე” გრძელდება. გადაცემა ახალ სეზონზე ახალი წამყვანით ბრუნდება. ფორმატი იმეორებს ელენ დეჯენერესის პროექტის კონცეფციას.

რუსკა მაყაშვილს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს, ის ამ დრომდე არაერთი გადაცემის წამყვანი ყოფილა, თუმცა პირველად გაუძღვება საავტორო თოქშოუს. ამბობს, რომ ახლა მღელვარება ბუნებრივია, მაგრამ დღეს სატელევიზიო ბადეში ასეთი ფორმატის გადაცემა აუცილებელია, ამიტომ იქნება გულწრფელი და ისეთი, როგორც რეალურ ცხოვრებაშია.

გადაცემის სტუმრები მხიარულ თამაშებში ჩაერთვებიან და რუსკას მოულოდნელ შეკითხვებს გასცემენ პასუხს. წამყვანი სტუდიის გარეთაც გავა . “ურუსკესის” პირველი ეპიზოდის სტუმრებს შორის სტეფანე და ნუკი არიან.

ელენმა თავისი შოუ 2003 წლიდან დაიწყო და მილიონობით მაყურებლის სიყვარულიც დაიმსახურა. მისი ანალოგი “რუსთავი 2-ზე” გასული სეზონიდან გადის, პირველი წამყვანი ანა ჩირაძე, ჩვენი არხის კიდევ ერთი, ახალი გადაცემის “ღამის პრაიმ თაიმის” წამყვანთა ექვსეულს შეუერთდა. “ურუსკესი” ეთერში ყოველ პარასკევს, საღამოს 10 საათზე გავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო მედიას მოუწოდებს, პანიკა არ დათესონ და უკრაინის ეკონომიკა არ დააზარალონ
Next post თაკო ჩარკვიანი: ოპოზიციის სტრატეგია არ მომწონდა, უპირველესად “ნაცმოძრაობის” და გამოჩნდა კიდეც – რეტინგი წამოვიდა ქვემოთ