ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო მედიას მოუწოდებს, პანიკა არ დათესონ და უკრაინის ეკონომიკა არ დააზარალონ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან ესკალაციის დონე უფრო მაღალია, ვიდრე 2021 წლის დასაწყისში იყო.
„დღეს უფრო მეტ ესკალაციას არ ვხედავთ, ვიდრე ადრე იყო. დიახ, სამხედროების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ამაზე 2021 წლის დასაწყისში ვსაუბრობდი, როდესაც რუსეთში სამხედრო სწავლებებზე ვსაუბრობდით. ამჟამად არ მივიჩნევ, რომ სიტუაცია უფრო დაძაბულია, ვიდრე რუსეთის სამხედრო სწავლებების პიკის დროს იყო, მაგრამ მაშინ ასეთი საინფორმაციო პოლიტიკა არ არსებობდა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით პანიკის დათესვის წინააღმდეგია.
„ამაზე პრეზიდენტ ბაიდენთან ვისაუბრეთ, რომ ეს პოლიტიკა აწონილი უნდა იყოს. არ ვამბობ, რომ ბაიდენი მედიაზე გავლენას ახდენს, მედია თავისუფალია. თუმცა, პოლიტიკა აწონილი უნდა იყოს. თუ ჟურნალისტებს სურთ იმის ცოდნა, როგორი სიტუაციაა, ჩამოვიდნენ კიევში. ნუთუ ქუჩებში ტანკები გადაადგილდებიან? თუმცა, მედიიდან ისთი შეგრძნებაა, რომ ჩვენთან ომია, მობილიზაციაა. ეს ასე არ არის. ეს პანიკა არ გვჭირდება“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ესკალაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ საინფორმნაციო სივრცეში ვითარების დაძაბვა უკრაინის ეკონომიკას ზიანს აყენებს.
„სახელმწიფოების ლიდერებს ვუხსნი, რომ იმ სიგნალების გამო, რომ ხვალ ომი დაიწყება უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზირება გვჭირდება. სახელმწიფოების ლიდერები უკვე ღიად ამბობენ, რომ „ხვალ ომი იქნება“. ეს პანიკაა. პანიკა ბაზრებზე, პანიკა ფინანსურ სექტორში. რა უჯდება ეს ჩვენს სახელმწიფოს?“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...