თაკო ჩარკვიანი: ოპოზიციის სტრატეგია არ მომწონდა, უპირველესად “ნაცმოძრაობის” და გამოჩნდა კიდეც – რეტინგი წამოვიდა ქვემოთ

Read Time:39 Second

ოპოზიციის სტრატეგია არ მომწონდა, უპირველესად “ნაცმოძრაობის” და გამოჩნდა კიდეც – რეტინგი წამოვიდა ქვემოთ, – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“პირდაპირ გეტყვით, ოპოზიციის სტრატეგია არ მომწონდა. დასამალი არაფერია, რომ უპირველესად მსხვილი ოპოზიციური პარტია მოქმედებს. გამოჩნდა კიდეც, შედეგით დაიდო – შესაძლოა 9% არ არის და ცოტა მეტი იყოს, მაგრამ ხომ ხედავთ, წამოვიდა რეიტინგი ქვემოთ. რაღაცაში არის საქმე.

მიფიქრია და ჩემდა სამწუხაროდ ვაწყენინე ბევრს, მაგრამ ღმერთმა იცის, რომ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა, ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს. ეს ხომ ქვეყანა აღარ არის, უკვე ჯოჯოხეთია. სჯობს, შენიშვნები უფრო მივიღოთ, ვიდრე გავნაწყენდეთ. ბევრი ახალგაზრდა ლიდერი უფრო ნაწყენდება ხოლმე. ამომრჩეველმა თავად გამოიტანა დასკვნა და თავად აძლევენ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შენიშვნებსსოციალურ ქსელში. მე ეს მომწონს. ფინალში დასავლური ვექტორი იაზროვნებს ისე, სადაც დაინახავს სწორ დასავლურ ვექტორს. ოპოზიციურ გაერთიანებას იდეა აკლია,” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ურუსკესი” – ელენის შოუს ოფიციალური ანალოგი “რუსთავი 2-ზე” გრძელდება
Next post ნანა კაკაბაძე: “ნაციონალებო”, თქვე უტიფრებო – საქართველოსთვის ზიანის მომტან კიდევ რა დათმობებზე წახვედით რუსეთთან?