უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად სცნო

Read Time:28 Second

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად სცნო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„უკრაინის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციის, სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, პოლონეთის რესპუბლიკაში რეადმისიის უკანონოდ აღიარებისა და გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ“, -ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო. ის დაინიშნა ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარედ. სააკაშვილმა თანამდებობა 2016 წლის შემოდგომაზე დატოვა, ხოლო 2017 წლის 26 ივლისს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 26 წლის ირანელი კიკბოქსინგის ორთაბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა
Next post თამარ ჩუგოშვილი – საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტის გადაწყვეტილებამ ყველას იმედგაცრუება, კითხვები, ეჭვები და წუხილი გამოიწვია