თამარ ჩუგოშვილი – საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტის გადაწყვეტილებამ ყველას იმედგაცრუება, კითხვები, ეჭვები და წუხილი გამოიწვია

Read Time:36 Second

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის გადაწყვეტილებამ ყველას იმედგაცრუება, კითხვები, ეჭვები და წუხილები გამოიწვია, ამ წუხილებს ვერავინ გაექცევა, – ამის შესახებ უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა მედიას განუცხადა, რითაც აღნიშნულ თემაზე ევროპარლამენტარების განცხადებებს და შეფასებებს გამოეხმაურა.

ჩუგოშვილის შეფასებით, ფაქტს, რომ ყველა იმედგაცრუებულია, ვერავინ გაექცევა.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა თანამდებობა დავტოვე პარტიაში და პარლამენტში, ვცდილობ, რომ ისე გავაკეთო ეს ყველაფერი, ქვეყნის ინტერესები არ დაზიანდეს. ჩვენ არც ერთი წამით არ გვიცდია, რომ ეს კრიტიკული განწყობები წაგვეხალისებინა. ფაქტს ვერ გავექცევით, რომ ყველა იმედგაცრუებულია. ყველას ჰქონდა მოლოდინი, ჩვენ თვითონ ვარწმუნებდით, რომ საკონსტიტუციო ცვლილება მიღებული იქნებოდა და პოლიტიკა ქვეყანაში სხვანაირად განვითარდებოდა, სხვაგვარი პოლიტიკა წარიმართებოდა და როდესაც ეს ფაქტი არ შედგა, პარლამენტმა ის შედეგი დააყენა, რაც დააყენა, ყველას იმედგაცრუება, კითხვები, ეჭვები და წუხილები გამოიწვია, ამ წუხილებს ვერავინ გაექცევა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად სცნო
Next post ოპოზიციონერმა ლიდერებმა პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს