ტრაგედია ვრცელდება შემზარავი კადრები – ტურისტული ვერტმფრენი კონტროლიდან გამოვიდა და მიწაზე დაენარცხა – ამერიკელმა მგზავრმა ოჯახთან დამშვიდობება მოასწრო, თუმცა…

Read Time:1 Minute, 49 Second

გავრცელდა შემზარავი ვიდეო, სადაც ნაჩვენებია პანიკა ტურისტულ ვერტმფრენში, რომელიც კონტროლიდან გამოვიდა და კოლუმბიაში აფრენისთანავე ჩამოვარდა.

ვერტმფრენი, რომელიც ჰაერში სულ რაღაც 12 წუთის განმავლობაში უნდა ყოფილიყო რესტორანში მგზავრების გადასაყვანად, კონტროლი დაკარგა, ჩავარდა და მაღალსართულიანი შენობის კედელს შეეჯახა.

Bell 206 ვერტმფრენზე მყოფი ექვსივე ადამიანი სასწაულებრივად გადაურჩა განსაცდელს.
ერთ-ერთი დაშავებული მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მკურნალობენ ფეხის მოტეხილობისა და სხეულის დაჟეჟილობის გამო, აცხადებენ ოფიციალური პირები.

გავრცელებული კადრები გვიჩვენებს შიგნით მყოფი მგზავრების ქაოსს, როცა ვერტმფრენი ჰაერში ტრიალებდა, სანამ საბოლოოდ მიწაზე დაენარცხა.

ვიდეოში ისმის, რომ ტეხასელი დამსვენებელი ფრანსისკო სალასი ურეკავს სასწრაფო დახმარებას ესპანური და ინგლისური ენების კომბინაციით.
ვერტმფრენით გასეირნება სადილის ნაწილი იყო, რომელსაც საავიაციო თემატიკის მქონე რესტორანი სთავაზობდა ტურისტებს და ხორციელდებოდა ოლაია ჰერერას აეროპორტიდან რესტორანამდე, 12-დან 15-წუთიანი ფრენა, სადაც მათ კოქტეილით დახვდებოდნენ. კლიენტებმა დაახლოებით 73 დოლარი გადაიხადეს.

შოკის მომგვრელ კლიპში სალასმა აღწერა პანიკის სცენა კამერაზე და თქვა: „ჩვენ ძალიან მაღლა ვართ და ველოდებით პოლიციასა და სამაშველო ჯგუფს“.

უბედური შემთხვევის შემდეგ ფრანცისკომ თქვა: ”ჩემ გვერდით იყო დიდი წონის ქალი, რომელსაც არ ჰქონდა ძალა, რომ დამშვიდებულიყო, ამიტომ ჩავეხუტე“.

„ერთი ხელით თავი მეჭირა, მეორით კი ქალს 45 წუთის განმავლობაში ვუჭერდი ვიხუტებდი მხარზე“.
სალასმა, რომელიც მიფრინავდა თავის შეყვარებულ ლუიზა ოსორიოსთან ერთად, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განიცდიდა, რომ კვდებოდა.

განსაცდელის დროს მან მშობლებს სახლში დაურეკა ტეხასში.

ტურისტმა თქვა: „ტელეფონი თან მქონდა, დედას და მამას ვიდეოზარით დავურეკე. ჩემს ძმასაც კი დავემშვიდობე, ძალიან სერიოზული მომენტი იყო. მხოლოდ მინდოდა, მადლობა მეთქვა ყველასთვის“.

ტეხასელი ბიზნესმენი იყო ერთ-ერთი იმ ექვსი ადამიანიდან, რომელიც მოგზაურობდა ვერტმფრენით, როდესაც ის ჩამოვარდა.

მის გვერდით იყო ორი კოსტა რიკელი ქალი. ტრაგედია: ტურისტული ვერტმფრენი კონტროლიდან გამოვიდა და ჩამოვარდა – ამერიკელმა მგზავრმა ოჯახთან დამშვიდობება მოასწრო

მეორე პილოტმა ფეხი მოიტეხა.

შემთხვევის ადგილზე 70-ზე მეტი სასწრაფო დახმარების სამსახური იყო მობილიზებული და დაეხმარა მგზავრებს,  საშინელი ავარიის შემდეგ.
ლუიზა ოსორიომ, სალასის მეგობარმა, უთხრა კოლუმბიურ გაზეთ Noticias Caracol-ს, რომ ისინი შეუერთდნენ ფრენას სოციალური მედიისთვის ვიდეოს ჩასაწერად.

არცერთ მათგანს არ ეგონა, რომ სტიქიას გადაურჩებოდნენ.

ოსორიო იხსენებს, რომ მაშველებმა მათ უბრძანეს „არ გადაადგილებულიყვნენ, არაფერი გაეკეთებინათ, სანამ ისინი მუშაობდნენ მათ გამოსაყვანად.

ვერტმფრენი დაეჯახა შენობის კედელს და კონსტრუქციასა და ანტენას შორის გაიჭედა.

მეორე ვიდეო გვიჩვენებს, რომ პილოტი შვეულმფრენიდან გადმოდის და ანტენაზე დამაგრებული კიბე უჭირავს.

შემთხვევის ადგილზე ადგილობრივები მივიდნენ და მგზავრებს გამოსვლაში დაეხმარნენ.

მედელინის სახანძრო დეპარტამენტმა გამოიყენა რამდენიმე ამწე ვერტმფრენის შემთხვევის ადგილიდან გამოსაყვანად.

ვერტმფრენის ყველა ფრენა შეჩერებულია, რადგან ხელისუფლება ავარიის მიზეზებს იძიებს.

 

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ის ელჩის, დანიგანის სიტყვები, რომ ის ამაყი დედა, და და ცოლია, “ხალხის ძალის” საპრევენციო განცხადების შედეგი იყო
Next post ზურაბიშვილი: სააკაშვილი არ არის ნავალნი, ის ციხეში რეალური მიზეზების გამო იმყოფება