ზურაბიშვილი: სააკაშვილი არ არის ნავალნი, ის ციხეში რეალური მიზეზების გამო იმყოფება

Read Time:32 Second

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იმაზე არ არის დამოკიდებული, თუ სად იქნება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი – ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ის ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხეს – რამდენად იქნება შესაძლებელი ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია.

ამაზე პასუხად, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იმაზე არ არის დამოკიდებული, თუ სად იქნება სააკაშვილი. პირდაპირ რომ გიპასუხოთ – ის არ არის ნავალნი, ის, პატიმრობაში რეალური მიზეზების გამო იმყოფება.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ციმბირის კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვლადიმერ პუტინი ნავალნის ადარებდა და რუსეთის პრეზიდენტის დავალებით ისიც მოწამლეს ციხეში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტრაგედია ვრცელდება შემზარავი კადრები – ტურისტული ვერტმფრენი კონტროლიდან გამოვიდა და მიწაზე დაენარცხა – ამერიკელმა მგზავრმა ოჯახთან დამშვიდობება მოასწრო, თუმცა…
Next post ჩიბურდანიძე: „ლელოს“ შეეშალა, ნუ გაკიცხავთ, 0,70%-ს გულისხმობდნენ, ამდენ ხმას კი ნამდვილად აიღებენ, ამომრჩევლის 70%-თან კი უკვე შეკრა ხანგრძლივი ალიანსი ხელისუფლებამ