სოფელ ხურვალეთის განაპირას, შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ

Read Time:36 Second

სოფელ ხურვალეთის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 7 თებერვალს დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით მათი გამოჩენის მიზეზი უცნობია.

“სამი ნიღბიანი პირი ამ კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრით აქეთ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, მათი გამოჩენის მოტივი. ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცავები, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის წარმომადგენლები და ვითარებას აკონტროლებენ. ამ წუთებში დაძაბული ვითარება არ არის“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

სოფელ ძუკაანთკარის განაპირას, იმ ადგილზე, სადაც სამეთვალყურეო კოშკურაა განთავსებული, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს რამდენიმე წლის განმავლობაში საგუშაგო ჰქონდათ მოწყობილი, სამეთვალყურეო კოშკი კი, მიმდინარე წლის 7 თებერვალს დაამონტაჟეს.

სოფელ ხურვალეთის განაპირას შეიარაღებული ნიღბიანი პირების გამოჩენის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გომბორზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
Next post სუსი არ ადასტურებს ხურვალეთში ოკუპანტების შესვლას