სოზარ სუბარი ფარულ ჩანაწერებზე: საოცარია, როდესაც სახალხო დამცველი შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას

Read Time:36 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი სახალხო დამცველის მიერ ფარული ჩანაწერების შინაარსზე ყურადღების გამახვილებას წარმოუდგენლად მიიჩნევს. როგორც მან „ქრონიკაში“ განაცხადა, ფაბრიკაცია მოხდა, რაც საზოგადოების დასატერორებლად გამოიყენება და იმის ნაცვლად, რომ სახალხო დამცველმა დაგმოს ეს მავნე პრაქტიკა, რომელიც სააკაშვილის მთავრობის მთავარი ხელწერა იყო, ის შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას.

„ავთენტურობაზე რთულია საუბარი ექსპერტიზის გარეშე, მაგრამ რაც ვიცი და გამიგია, ეს არის არამარტო 2012-მდე, არამედ მანამდე გაკეთებული ფაბრიკაცია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გააკეთებდა განცახდებას პოლიტიკაში მოსვლაზე. ამას ხაზს ვუსვამ არა პოლიტიკასთან კავშირის გამო, არამედ ბერა ივანიშვილის ასაკი, რომელიც არის ამ დროისთვის სრულიად ბავშვი, რაღაც სხვადასხვა ჩანაწერი არის აღებული, ფაბრიკაცია გაკეთებული და საოცრებაა, როდესაც სახალხო დამცველი ასეთ ჩანაწერზე, შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას – ანუ ამ ადამიანს მიაჩნია, რომ ფარული ჩანაწერების მოპოვება შესაძლებელია და დასაშვებია, ვიმსჯელოთ შინაარსზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: გვაქვს მოლოდინი და ინფორმაცია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯებს გადადგამენ
Next post ბექა ფერაძე: მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი იხსნება, ცოცხალი მუსიკის შესრულება კვლავ შეზღუდვად რჩება