ბექა ფერაძე: მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი იხსნება, ცოცხალი მუსიკის შესრულება კვლავ შეზღუდვად რჩება

Read Time:1 Minute, 9 Second

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ, 8 მარტიდან რეგულაციების ნაწილი მსუბუქდება, 1-ელ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება სარესტორნო ბიზნესში ცოცხალი მუსიკის შესრულება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი კულტურული ღონისძიების მასშტაბი გაცილებით დიდია და როგორც ხალხის მობილობის გაკონტროლება, ასევე, რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია.

„მიუხედავად იმისა,რომ 8 მარტიდან შიდა სივრცეებში იხსნება სარესტორნო სფერო კვლავ შეზღუდვად რჩება პირველ აპრილამდე ცოცხალი მუსიკის შესრულება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით იხსნება საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის გარკვეული შეზღუდვები, რომელიც შიდა სივრცეში სტუმრების მიღების საკითხს ეხება.8 მარტიდან იხსნება და გარდა შაბათ-კვირისა ყოველ დღე შეძლებენ შიდა სივრცეში მუშაობას. ასევე ზამთრის კურორტებზე ხვალიდან მუშაობას იწყებს საბაგიროები და საცალო ვაჭრობის ობიექტებსაც ეძლევათ ნებართვა შაბათ კვირას განაახლონ მუშაობა, როგორც სავაჭრო მოლებში ასევე ბაზრობებზე.

აღსრულების ნაწილი ცხადია იქნება მკაცრი, უნდა შევინარჩუნოთ დადებითი დინამიკა. ყოველდღიურად ვიქნებით ჩართული, შეგახსენებთ ჯარიმა 2,000 დან 10,000 ლარამდეა.

შეზღუდვები 2 კვირაში ერთხელ გადაიხედება ეს არის ეპიდსიტუაციაზე დამოკიდებული. პირველ რიგში ეს არის დაკვირვების პროცესი ორ კვირაში თუ შევძლებთ შაბათ კვირის შეზღუდვა სარესტორნო სფეროსთვისაც იქნება მოხსნილი. აჭარაში რამდენიმე ობიექტის დაჯარიმებაც მოგვიწია,რომლებიც მიუხედავად აკრძალვებისა სოციალურ ღონისძიებებს მაინც ანხორციელებენ.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან ყველაზე ხშირი სწორედ სოციალური ღონისძიებების დარღვევაა, სადაც ბევრი ადამიანის თავმოყრა ხდება. ანუ ისეთი ღონისძიება, სადაც დაყოვნების დრო არის მაღალი. მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან შიდა სივრცეებში იხსნება სარესტორნო სფერო კვლავ შეზღუდვად რჩება პირველ აპრილამდე ცოცხალი მუსიკის შესრულება. ეს იწვევს ღონისძიების მასშტაბის ზრდას მუსიკალური ღონისძიებებისას ხალხის მობილობა მაღალია რეგულაციების დაცვა კი რთული“, – განაცხადა ფერაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი ფარულ ჩანაწერებზე: საოცარია, როდესაც სახალხო დამცველი შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას
Next post გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა