სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსება ერთი წლით გახანგრძლივება

Read Time:29 Second

სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსება ერთი წლით გახანგრძლივება, – აღნიშნულს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები ითვალისწინებს, რომლის პრეზენტაციასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მართავს.

გეგმის თანახმად, ასევე სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტებში დაგეგმილია თანადაფინანსების პროცენტის გაზრდა სამი პროცენტით. ამავე კომპონენტში ლიმიტი  150 000 ლარიდან 50 000 ლარამდე შემცირდება, საქმიანობის სახეობები კი, 104-დან 211-მდე გაიზრდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს 300-მდე მცირე და საშუალო ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას აღნიშნული კომპონენტით ისარგებლოს.

ამასთან, ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია საკრედიტო-საგარანტიო სქემის განახლებული ფორმატის შეთავაზება კრიზისის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მის ასამოქმედებლად 300 მლნ ლარი გამოიყოფა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კეროლ კარსკი: საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს პროდასავლურ, პროალიანსურ გზას მიჰყვეს
Next post საფრანგეთის ჩემპიონატმა 243 მილიონი ევრო იზარალა