სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: საქართველოს მთავრობამ სერიოზული და მდგრადი ძალისხმევა გასწია ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით

Read Time:1 Minute, 11 Second

საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ სერიოზული და მდგრადი ძალისხმევა გასწია ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიამ გავლენა მოახდინა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობებზე. ამიტომაც, საქართველო პირველ კალათაში დარჩა.

„ეს ძალისხმევა მოიცავდა პანდემიის შედეგების შემსუბუქებას მთავრობის მიერ ორგანიზებულ თავშესაფრებში. მთავრობამ გაზარდა შრომის ინსპექტორების რაოდენობა, შეიმუშავა გაიდლაინები შრომის ინსპექტორებისთვის იძულებითი შრომის ინდიკატორების შესამოწმებლად და განაახლა ურთიერთგაგების მემორანდუმი სამართალდამცველებთან ერთობლივი ინსპექტირების ჩასატარებლად. მთავრობამ შექმნა ახალი მობილური ჯგუფი და კრიზისული ცენტრი აჭარის რეგიონში სოციალურად დაუცველ ბავშვებს შორის პოტენციური მსხვერპლის იდენტიფიცირებისთვის და ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცეს საშუალება ტრეფიკინგით დაზარალებულებისთვის კოორდინატორები დანიშნოს. “, – აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, მან პასუხისგებაში ნაკლები ეჭვმიტანილი მისცა და 2016 წლიდან ყველაზე ნაკლები რაოდენობის მსხვერპლი გამოავლინა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) არსებობის შესახებ არ იყო ხელმისაწვდომი. ამასთან, მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები ტრეფიკინგის კუთხით განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მონიტორინგისა და პრევენციის ოფისის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად აფასებს 190-მდე სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორიცაა: სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და ტრეფიკინგის კუთხით პარტნიორობა მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი: ლევან ბერძენიშვილი ვერ შედგა როგორც პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე და ახლა გადაწყვიტა, ვინც შედგა საზოგადო მოღვაწედ, ისინი ლანძღოს
Next post ეკა ხერხეულიძე: გონება შეზღუდული, გაუნათლებელი ადამიანების ხელშია ქვეყანა