საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულმა პირველმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა

Read Time:33 Second
თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გაწერეს. 
 
პროტოკოლის თანახმად, გამოჯანმრთელებული პაციენტი ერთი კვირის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თვითიზოლაციაში იქნება.
 
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
 
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
 
რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში მედიასაშუალებების წარმომადგენლების უსაფრთხო და შეუფერხებელი საქმიანობისათვის შემდეგი წესები განისაზღვრა
Next post ”უკანასკნელი დაისი” ვუჰანელმა ექიმმა კორონავირუსით დაავადებული პაციენტი გარეთ გაიყვანა, რათა მისი სურვილი, მზის ჩასვლის უკანასკნელად ხილვა აესრულებინა.