ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში მედიასაშუალებების წარმომადგენლების უსაფრთხო და შეუფერხებელი საქმიანობისათვის შემდეგი წესები განისაზღვრა

Read Time:33 Second

1. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გამოყოფილია გადამღები ჯგუფების მუშაობის კონკრეტული ლოკაციები. რესპონდენტების ჩასაწერად პარლამენტის სამ (3) ლოკაციაზე განთავსდა ტრიბუნები:

  • A კორპუსი მე-3 სართულის ფოიე
  • B კორპუსი მე-2 სართული – ბიუროს ოთახის მიმდებარე ფოიე
  • B კორპუსი მე-3 სართული – პლენარულ სხდომათა დარბაზის მიმდებარე ფოიე

აღნიშნულ ლოკაციებზე უზრუნველყოფილია ინტერვიუს ჩაწერის დროს ჟურნალისტებსა და რესპონდენტებს შორის შესაბამისი უწყებების მიერ რეკომენდებული დისტანციის დაცვა.

2. დროებით შეიზღუდება საპარლამენტო სხდომებზე მედიის წარმომადგენლების უშუალო დაშვება. ბიუროს, პლენარული და საკომიტეტო სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია (სტრიმინგი) განხორციელდება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parliament.ge (ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში ვიდეომასალას მოგაწვდით პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი).

3. სასურველია პარლამენტის სასახლეში დღის განმავლობაში ერთი მედიასაშუალების მხოლოდ ორი (2) სამუშაო ჯგუფი იყოს წარმოდგენილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ჩვენ დავამარცხებთ კორონას”: პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დღეიდან კორონავირუსით ინფიცირებულებს მოესამხურება
Next post საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულმა პირველმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა