ვიქტორ ორბანი: ბრიუსელი ევროპას ომისთვის ამზადებს

Read Time:46 Second

ბრიუსელი ევროპას ომისთვის ამზადებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რაც ახლა ვაშინგტონში და ბრიუსელში, უფრო მეტად ბრიუსელში ხდება, არის პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის ატმოსფეროს შექმნა, რასაც თამამად შეიძლება, ეწოდოს ევროპის ომისთვის მომზადება.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, თვეების განმავლობაში ეცნობოდა პირველი და მეორე მსოფლიო ომების მზადების ისტორიას და მსგავსებები დღევანდელ პერიოდთან შემაშფოთებელია. მისივე თქმით, რუსეთის საფრთხეზე მითითებები ომისთვის მომზადებას ისახავს მიზნად.

როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნატო-ზე თავდასხმის შესაძლებლობა მცირეა.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, გაჩერდებოდა თუ არა რუსეთი უკრაინის დამარცხების შემთხვევაში? რუსეთის არმია უკრაინელებთან სერიოზულ, რთულ ომს აწარმოებს, მათი დამარცხება ვერ შეძლო. რუსები საკმარისად ძლიერები რომ ყოფილიყვნენ უკრაინელების ერთბაშად დამარცხებისთვის, უკვე დაამარცხებდნენ მათ, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ნატო-ს სიძლიერე უკრაინის სიძლიერეს არც შეედრება. ის ასჯერ, შესაძლოა ათასჯერ დიდია, ამიტომ არ მგონია, ლოგიკურად ვივარაუდოთ, რომ რუსეთი, რომელიც უკრაინასაც კი ვერ უმკლავდება, უცებ შემოვიდეს და მთელი დასავლური სამყარო გადაყლაპოს“, – განაცხადა  ვიქტორ ორბანმა.

თარგმანი “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იონათამიშვილი: დისკრიმინაციული ფოტომონტაჟი ვნახე, ახალი ჩემთვის არაფერი იყო, მაგრამ შშმ პირებმა საკუთარ თავზე მიიღეს ეს ყველაფერი – 1998 წლის ნოემბრის მერე ჩუსტები არც ჩამიცვამს და არც გამიხდია, დამჭირდა ეტლი – მაშინ 19 წლის ვიყავი
Next post ეს „აქცია“ იყო თეატრის რამდენიმე მსახიობის მიერ განხორციელებული და მიუხედავად მრავალწლიანი მეგობრობისა, პირადად მე, არ ვიზიარებ მათ ინდივიდუალურ შეხედულებებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით – მსახიობი თემურ გვალია