“ვერ ხედავს, არ ესმის; ზურას ეს მდგომარეობა – შეუცნობადია…” – მანანა ბერიკაშვილი ძმაზე

Read Time:1 Minute, 0 Second

28 დეკემბრიდან მალე ხუთი თვე გავა, რაც ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 55 წლის მსახიობს მოულოდნელად გული გაუჩერდა, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია. კლინიკაში გულის უკანა კედლის ინფარქტით მიიყვანეს. გაირკვა, რომ თურმე, ინსულინდამოკიდებულთ, ანუ დიაბეტით დაავადებულებს, გულის ტკივილის შეგრძნება არ ჰქონიათ. მსახიობს რომ გულის ტკივილი ეგრძნო, ასეთ მძიმე მდგომარეობამდე არ მივიდოდა…

ზურა ბერიკაშვილი ნეირო-რეაბილიტაციის პროცესს, სამი თვის მანძილზე, მიუნხენში გადიოდა. უკვე მეორე თვეა სამშობლოშია და მკურნალობას კავკასიის მედიცინის ცენტრში განაგრძობს. როგორც მანანა ბერიკაშვილი “პრაიმტაიმთან” ამბობს, რეფლექსები წამოსული აქვს, თვალებს ახამხამებს, თუმცა ცნობადობა არ აქვს. ამასთან დაკავშირებით ემოციური პოსტი გამოაქვეყნა მისმა ქალიშვილმა – ანო მაისურაძემაც: “ჩემ საყვარელ ბიძას ახლა ვუყურებდი ერთი საათი თვალებში, გახელილ თვალებში, რომლებიც ვერაფერს ხედავენ…” ანო სოციალურ ქსელში ბიძაზე ხშირად წერს. “თენდება და ღამდება, ვიღვიძებ და ვიძინებ, ზურას კიდევ სულ სძინავს. ასე არ შეიძლება, უსამართლობაა.”

მანანა ბერიკაშვილი: ზურა სტაბილურად მძიმედაა. სამწუხაროდ სიახლე არ გვაქვს. ტვინია დაზიანებული, ჯერ კიდევ ამოუხსნელი ფენომენია. გულის გაჩერების შედეგად ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდა და დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ.

ვერც ხედავს, არც ესმის. ცნობადობა არ აქვს. ჯერჯერობით, ასეთი სურათი გვაქვს. სამედიცინო თვალსაზრისით არ ესმის, ისე კი ზურას ეს მდგომარეობა შეუცნობადია. მოდიან მოძღვრები, ჯანმრთელობის პარაკლისებს ვიხდით. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ხელშია. ღმერთის ნებაა ყველაფერი. ხუთი თვე გავიდა და ჯერ ისევ სტაბილურად მძიმედაა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა – ირკვევა, რომ გიორგი ფირაშვილი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა
Next post ბოლო 24 საათში, თურქეთში 128 მიწისძვრა მოხდა