გივი თარგამაძე: ქოცებო, წუმპის ჭიებო – თქვენი შვილები მეცოდება, მხოლოდ ის დააშავეს, რომ მათი გაჩენის მერე საძაგლობებად გადაიქეცით

Read Time:1 Minute, 22 Second

ქოცებო, ყველანაირი მორიდება დამიმთავრდა – თქვე ქვემძრომებო, წუმპის ჭიებო, ვისაც გიცნობდით და ზოგთან, ჩემდა საზიზღრად, ვმეგობრობდი კიდეც, ვინც გამიგიხართ და გიტანდით, ვინც, უმეტესობა, საერთოდ რომელი სოროებიდან ამოძვერით, რომ არც მესმის. მიწისქვეშეთელებო. არაადამინებო, არა ჰომოსაპიენსებო. ამ ჭორვილის კანალიზაციიდან ამომძვრალი მაკრიცას ბევრფეხებს შორის გაწოლილებო, მონებო კი არა, არარაობებო, მოცახცახე არარსებულებო, ოხრადდარჩენილ ფულებში ამოვლებულო ფარჩაკებო, მშიშრებო კი არა, შიშისგან გარინდულებო, ერთი ქალამანას, ერთუჯრედიანი ფოსტალას ქვეშ გაწოლილებო. – ამის შესახებ საქართველოს მე-6 (2004-2008), მე-7 (2008-2012) და მე-8 (2012-2016) მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “ნაცმოძრაობის” ყოფილი  წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს.

“თქვენი შვილები მეცოდება, მხოლოდ ის დააშავეს, რომ მათი გაჩენის მერე საძაგლობებად გადაიქეცით. აღარ გამიბედოთ, შვილებზე როგორ ლაპარაკობო, რაც თქვენ ჩემს შვილებს გაუკეთეთ. ოჯახზეც არ შემეკამათოთ, რაც თქვენ ჩემს ცოლს აკადრეთ. შენ როგორ ლაპარაკობო, ქოცებთან ერთად რუსების მიერ ჩემს ქალაქში აფეთქებულს, რუსეთის დღემდე ძებნილს, აღარ მითხრათ, თქვენზე ვიძახდი, რუსული დროშები არ იფრიალებს რუთაველზე, ჩვენ რუსთაველსაც დავიცავთ, თბილისსაც დავიცავთ და საქრთველოსაც დავიცავთ, ამის ბოლოს სულს ამოგხდით რომ მომიჭერით და წლები მიტრიალეთ, ეხლა ცდილობთ რუსთაველის, თბილისის და ქვეყნის რუსული დროშებით მორთვას.

მტკვარი და არაგვი თუ ვერა, მათთან ერთად პოტომაკი გადაგრეცხავთ საბჭოთა გალიპული ტულეტის იატაკიდან, როგორც წარსულის ნარწყევს. თავისუფლება თქვენს მყრალ ნასუნთქს გაანიავებს. დაბინძურებული სახელმძღვანელოებიდან ამოიწერებით, ჯანდაბის იქით დაიმარხებით. მოღალატეებო! და ჰაერი რომ გასუფთავდება, დაგივიწყებენ, როგორც კრებით წარსულ ცუდს, ნაგვის ყუთში ჩაგაგდებენ და დაგივიწყებენ. მტვერი და ფერფლი… მეტი არც არაფერი……

დიდი ბაბუა ოჯახიანად დახვრიტეს. ბაბუა დახვრიტეს. მამა ამ ტერორში გაიზარდა. მე ამაფეთქეს – მნიშვნელობა არ არქვს, მამა, მე, ჩემი და-ძმა, ცოლი, მისი დები, ყველასი შვილები – ბევრნი ვართ, ყველა ვიბრძვით და ვირძოლებთ რუსების წინააღმდეგ. ერთი ვერ მოესწრება? მეორე. მეორე ვერა? მესამე ასე მოვესწრებით ბოლოს და რუსული დროშები არც რუსთაველზე, არც თბილისში, არც საქართველოში არ იფრიალებს!🇬🇪 – წერს გივი თარგამაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი 27 მაისის სხდომაზე იმსჯელებს
Next post სოზარ სუბარი: ევროპას ხშირად სხვა ინტერესი აქვს, ამერიკას – სხვა, თუმცა ევროპა სამწუხაროდ, ხშირად საკუთარ პოლიტიკას კი არ ატარებს, არამედ ატარებს იმ პოლიტიკას, რასაც გლობალური ომის პარტია უკარნახებს