საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უნგრეთის ელჩთან პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

Read Time:38 Second

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უნგრეთის ელჩ ანა მარია შიკოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის  სამინისტროებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრმა უნგრეთის ელჩს სამოქალაქო საკითხებში სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერება შესთავაზა. რატი ბრეგაძემ გამოთქვა მზაობა, უმასპინძლოს საქართველოში უნგრელ კოლეგას, რათა ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ორმხრივი შეთანხმება გააფორმონ სამოქალაქო საკითხებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.

რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ შეთანხმება კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორულ ურთიერთობებს საქართველოსა და უნგრეთს შორის და ლოგიკური გაგრძელება იქნება იმ თანამშრომლობისა, რომელზედაც ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრები გასული წლის დეკემბერში  ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების საკითხებში უნგრეთის მხარის ექსპერტული დახმარება; გაცვლითი პროგრამა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის, აგრეთვე, საქართველოში უნგრულ-ქართული სამართლებრივი ფორუმის გამართვის საკითხი.

უნგრეთის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარება თვისობრივად განსხვავებულია იმისგან, რაც 10 წლის წინ იყო
Next post ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას კურილის კუნძულების იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ