ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას კურილის კუნძულების იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ

Read Time:25 Second

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას კურილის კუნძულების იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ.

„დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – სამართლიანი, იურიდიულად წუნდაუდებელი, ისტორიული.

უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა, მათ შორის მისი ჩრდილოეთ ტერიტორიების მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის.

დღეს ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებას. ყველას მოვუწოდებთ, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღონ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსეთს არ აქვს უფლება ამ ტერიტორიებზე და „ეს მსოფლიოში ყველამ კარგად იცის“, ამიტომ „უნდა ვიმოქმედოთ“ და „გავათავისუფლოთ ყველა ის მიწა, რომლის შენარჩუნებას რუსი ოკუპანტები ცდილობენ“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უნგრეთის ელჩთან პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა
Next post ირაკლი ჩიქოვანი: განცხადებები, რომელიც გაკეთდა მომავალ ომბუდსმენთან მიმართებაში, შეურაცხმყოფელია ინსტიტუტის მიმართ და ნამდვილად არ ემსახურება ინსტიტუტის გაძლიერებას