ირაკლი ჩიქოვანი: განცხადებები, რომელიც გაკეთდა მომავალ ომბუდსმენთან მიმართებაში, შეურაცხმყოფელია ინსტიტუტის მიმართ და ნამდვილად არ ემსახურება ინსტიტუტის გაძლიერებას

Read Time:1 Minute, 48 Second

ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა მომავალ ომბუდსმენთან მიმართებაში, შეურაცხმყოფელია. შეურაცხმყოფელია ინსტიტუტის მიმართ და ეს ნამდვილად არ ემსახურება ინსტიტუტის გაძლიერებას, რაზეც ოპოზიციონერები საუბრობენ, რომ ხვალ თქვენს ადგილს დაიკავებს ის ადამიანი, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალური და არ ისაუბრებს პრობლემებზე. ეს ასე არ არის, „ქართულ ოცნებას“ აქვს გამოცდილება, რომ მის პერიოდში არჩეულ ორივე ომბუდსმენს ჰქონდა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და მის პერიოდში არჩეული ომბუდსმენები ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმიანობით გამოირჩევიან. და თქვენც ნამდვილად ვერავინ ვერ დაგდებთ ბრალს „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურობაში. ასე გაგრძელდება მომავალშიც,- მიმართა მან ნინო ლომჯარიას პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის 2021 წლის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინეს.

ირაკლი ჩიქოვანმა გაიხსენა შეკითხვა, რომელიც მან სახალხო დამცველს დაუსვა და განაცხადა, „მინდა თქვენ შეგაიარაღოთ მაქსიმალურად არგუმენტებით, როდესაც თქვენს კოლეგებს ან საერთაშორისო პარტნიორს დაელაპარაკებით, რას ვაკეთებთ ჩვენ, თქვენ არ უნდა შეგრცხვეთ. რადგან სქართველო იყო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო, რომელიც წლების განმავლობაში იყო რუსეთის ევროპის საბჭოდან გარიცხვის მომხრე, და მაშინ როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საქართველოს დელეგაცია, ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ უმრავლესობას, პოზიცია, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ძალიან მკაფიო და ხისტი იყო. და იმ პერიოდში იყავით თქვენ სტრასბურგში და შევხვდით ერთმანეთს და გეცოდინებათ, რომ ის გადაწყვეტილება მარტივად არ იყო მიღებული თუნდაც მაგ ორგანიზაციაში,“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დეპუტატმა ამავე კონტექსტში ყურადღება გაამახვილა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მიღებულ იმ დოკუმენტებზე, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს აგრესიაზე და პირდაპირ ხელს ადებს რუსეთს, როგორც აგრესორ სახელმწიფოს და საქართველო არის ერთ-ერთი ის სახელმწიფო, რომელიც არის თანასპონსორი ამ დოკუმენტის.

მან სახალხო დამცველს შეახსენა, რომ საქართველო არის იმ სახელმწიფოებს შორის, რომელიც მიმართავს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, რომ გამოძიებული იქნას ყველა ის დანაშაული, რომელიც შესაძლოა არის ჩადენილი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დროს.

„არ შეიძლება არ გამოვეხმაურო იმ პოზიციებს რაც ამ ტრიბუნიდან ითქვა, -არ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ საქართველო ჩამორჩა რეფორმების ტემპს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. 2019 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ამოქმედების 10 წლის თავზე გამართულ ფორუმზე ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველო არის წინ გაჭრილი ლიდერი რეფორმების გატარების კუთხით. ეს არის ობიექტური რეალობა და როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობა, კონსტიტუციური ინსტიტუციის ხელმძღვანელობა გეკისრებათ, თქვენს სიტყვას ბევრი აქცევს ყურადღებას“,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა დაკავდნენ რეალური პოლიტიკის კეთებით, „სანამ ისინი არ დაკავდებიან რეალური ოპონირებით, სანამ არ იქნება რეალური მუშაობა, თუნდაც სამუშაო ჯგუფებში, რომელიც შექმნილია რეკომენდაციების შესასრულებლად, მათ საზოგადოება ხელისუფლებაში არ დააბრუნებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას კურილის კუნძულების იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ
Next post თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი გარდაიცვალა