საუდის არაბეთიდან გამოქცეულმა დებმა თავშესაფარი მიიღეს
თბილისში გამოქცეულმა საუდელმა დებმა მაჰამ და ვაფა ალ-სუბაიებმა თავშესაფარი მიიღეს და საქართველოდან მიემგზავრებიან. ამის შესახებ დებმა Twitter-ზე დაწერეს.
გოგოები განმარტავენ, რომ ახალი საცხოვრებლის ადგილმდებარეობას არ გაასაჯაროებენ.
“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს ვტოვებთ. ახალ ქვეყანაში ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა”, – წერენ დები.
საუდის არაბეთიდან გაქცეულმა დებმა 16 აპრილს Twitter-ზე რომ საქართველოში იყვნენ. ისინი გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსგან დაცვას მოითხოვდნენ. როგორც დები ჰყვებოდნენ, მათ მამას ტელეფონი მოჰპარეს, რომელშიც შესაბამისი აპლიკაცია იყო და თავად გასცეს თავიანთ მოგზაურობაზე ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში საუდის არაბეთის დატოვების საშუალებას აეროპორტში არ მისცემდნენ. მოგვიანებით საუდელი დები შსს-მ უსაფრთხო თავშესაფარში გადაიყვანა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: “მამული, ენა, სარწმუნოება”
ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს...
ავარია ავლაბარში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავლაბარში. როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების შესახებ CERN-დან შეთავაზება მიიღო
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციიდან (CERN, შვეიცარია) კვლევითი კოლაბორაციის გაფართოების შესახებ ახალი შეთავაზება მიიღო, რაც SND@LHC (Scattering and Neutrino...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინკლუზიური პროფესიული განათლების მუდმივი გაუმჯობესების ფორმატში, ტრენინგი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს...
„სასწრაფოდ! ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია“ – 8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
რამდენიმე თვის წინ, გიორგი ბერიშვილმა სიმსივნე დაამარცხა, თუმცა აქვს გართულებები. აწუხებს ჰაერის უკმარისობა და ჟანგბადზე დამოკიდებულია. პატარა რაჭველ ბიჭუნას, საზოგადოების...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ FAO-ს ASTI-ის მასშტაბურ საპილოტე პროექტში ჩაერთო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა („ტექინფორმი“), გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის...